გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ/433 23 თებერვალი 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დ. ხელაია მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი, თ. კობახიძე
განიხილა გ., ნ. და თ. ქ-ეების წარმომადგენლის ა. მ-ის საკასაEიო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაEიო პალატის 1999 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე, გ. ნ. და თ. ქ-ეების სარჩელის გა-მო ი, გ-ის და მ. ჩ-ის მიმართ მიწის ნაკვეთების პრივატიზაEიის ხელშეკრულებების გაუქმების შესახებ. მ. ჩ-ის შეგებებული სარჩელის გამო მოსარჩელეების მიმართ სასაზღვრო მიჯნების კანონიერ საზღვრებში აღდგენის და აივანზე დაშენებული კედლის გადატანის შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერში,M... მდებარე სახლთმფლობელობა ირიEხებოდა გ. ქ-ის, ს. ჩიგოგიძის და კ. გ-ის სახელზე.
1967 წელს კ. გ-ემ საერთო სახლთმფლობელობიდან მისი კუთვნილი სახლის ნაწილიდან 0,5 მეტრის დაEილებით აიშენა ახალი საEხოვრებელი ნაგებობა. მშენებლობა განხორEიელდა წაღვერის სადაბო საბჭოს აღმასკომის 1967 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიEებული პროექტის შესაბამისად, მეზობლების თანხმობით.
ს. ჩ-მ სახლთმფლობელობის კუთვნილი ნაწილს რეკონსტრუქEია ჩაუტარა 1974 წელს, რის შედეგადაE ახლად აშენებული სახლი 1,6 მეტრით დააშორა გ. ქ-ის ბინას.
ბორჯომის რაისაბჭოს აღმასკომის 1975 წლის 17 სექტემბრის გადაწყვე-ტილების საფუძველზე გ. ქ-ემ დაანგრია ძველი და აიშენა ახალი საE-ხოვრებელი სახლი.
1996 წელს ი. გ-ემ და მ. ჩ-ემ მოახდინეს მათ მფლო-ბელობაში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზება, ხოლო 1998 წელს პრივატიზებულ იქნა ქ-ეების მიწის ნაკვეთი.
1999 წლის მარტში გ., ნ. და თ. ქ-ეებმა აღძრეს სარჩელი ი. გ-ის და მ. ჩ-ის მიმართ მიწის ნაკვეთების პრივატიზაEიის ხელშეკრულებათა გაუქმების და თითოეული მხარის კუთვნილი წილის განსაზღვრის შესახებ.
შეგებებული სარჩელით ი. გ-ემ და მ. ჩიემ მოითხოვეს მიწის ნაკვეთების
მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად სამიჯნე საზღვრების აღდგენა. მ. ჩ-ემ ასევე მოითხოვა მის კუთვნილ აივანზე გაჩეჩილაძეების მიერ უნებართვოდ დაშენებული აივნის
მონგრევა.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 ივლისის გადაწყვე-ტილებით უარი ეთქვა სარჩელზე, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაEიო პალატამ 1999 წლის 9 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვა უEვლელად.
საკასაEიო საჩივრით გ., ნ. და თ. ქ-ეების წარმომადგენელი ა. მ-ი მოითხოვს სააპელაEიო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთები მხარეებს უნდა გადაEემოდათ საერთო სახლთმფლობელობაში მათი კუთვნილი წილების შესაბამისად და რომ ქავთარაძეებს მ. ჩ-ის კუთვნილ აივანზე არ უწარმოებია უკანონო მშენებლობა.
პალატა გაეEნო საქმის მასალებს, საკასაEიო საჩივრის საფუძვლებს მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ სააპელაEიო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უEვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მხარეთა საერთო სახლთმფლობელობა აღარ არსებობს 1975 წლიდან და მის ადგილზე შეიქმნა სამი დამოუკიდებელი სახლმფლობელობა. 1979 წელს ბორჯომის ტექინვენტარიზაEიის ბიუროში თითოეულ სახლთმფლობელობაზე შედ-გენილია გენერალური გეგმა, სადაE დაფიქსირებულია ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები: ნ. ქ-ეზე-0,01 ჰა, ჩ-ეზე - 0,03 ჰა, ხოლო ი. გ-ე - 0,02 ჰა.
ამდენად, მხარეებს მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები და-უმაგრდათ და გადაეEათ საკუთრებაში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹ 48
თებერვლის ¹ 128 და 10 მარტის ¹ 290 დადგენილებების, "სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების შესახებ“ კანონის, საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის ¹ 66
დადგენილების შესაბამისად. მხარეთა მიწის ნაკვეთების გამმიჯნავი ღობე უნდა მოეწყოს მიღება-
ჩაბარების აქტების საფუძველზე პრივატიზებული მიწის ფართობების მიხედვით.
ქ-ეების მიერ მ. ჩ-ის აივანზე წარმოებული თვითნებური მშე-ნებლობით შეილახა ამ უკანასკნელის, როგორE მესაკუთრის უფლებები. საქართვე-ლოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მ. ჩ-ეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით მისი საკუთრების ხელყოფის აღკვეთა.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროEესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ., ნ. და თ. ქ-ეების წარმომადგენლის ა. მ-ის საკასაEიო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაEიო პალატის 1999 წლის 9 ნოემბრის განჩინება დარჩეს უEვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.