Facebook Twitter
saqarTvelos uzenaesi sasamarTlo

ა-3125-შ-48-2011 25 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ჩ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შ. თ-ასა და მესამე პირის – მზრუნველობისა და მეთვალყურეობის ორგანოს მიმართ დედობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. ჩ-ემ სასამართლოს სარჩელით მიმართა შ. თ-ას, მესამე პირის - მზრუნველობისა და მეთვალყურეობის ორგანოს – ქერჩის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიმართ, მოპასუხისათვის მცირეწლოვანი ბ. თ-ას დედობის უფლების ჩამორთმევის შესახებ. დაასაბუთა თავისი მოთხოვნა იმით, რომ მცირეწლოვანი, რომელიც მოსარჩელის დისშვილია დიდი ხანია მის ოჯახში ცხოვრობს, დედამ მოპასუხემ, პრაქტიკულად ხელი აიღო მის აღზრდაზე, 2003 წლიდან არ დაინტერესებულა ბავშვის ბედით, არ გაუწევია არც მორალური და არც მატერიალური დახმარება. ბავშვი არის მოსარჩელის კმაყოფაზე და იზრდება მის ოჯახში, სწავლობს ქერჩის სკოლაში, ბავშვის სწავლა და აღზრდა მთლიანად მოსარჩელემ იტვირთა. ვინაიდან მოპასუხემ წარადგინა დედობის უფლების ჩამორთმევის შესახებ წერილობითი, ნოტარიულად დამოწმებული განცხადება-თანხმობა, მოსარჩელე ბავშვზე მეურვეობის უფლების მოსაპოვებლად, ითხოვს, მოპასუხეს ჩამოერთვას მცირეწლოვან ბექა თ-ას მიმართ დედობის უფლება.

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე გაიმეორა თავისი სასარჩელო მოთხოვნები, განმარტა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა მისთვის ცნობილი იყო საქმის მოსმენის დრო და ადგილი; საქმის მასალებს თან ერთვის მოპასუხის მიერ წარდგენილი დედობის უფლების ჩამორთმევის შესახებ წერილობითი, სათანადოთ დამოწმებული განცხადება-თანხმობა და შუამდგომლობა მის გარეშე საქმის მოსმენის შესახებ.

მესამე პირის - მზრუნველობისა და მეთვალყურეობის ორგანოს, ქერჩის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი – ფეოდოროვა, რომელიც მინდობილობის საფუძველზე მოქმედებს, მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მან მოახსენა სასამართლოს, რომ საკითხი დედობის უფლების ჩამორთმევის შესახებ განხილულ იქნა ქერჩის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ბავშვთა უფლებების დაცვის კომისიის მიერ, იგი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია, ჩამოერთვას შ. თ-ას დედობის უფლება, რათა დაცული იყოს მცირეწლოვანის უფლებები და ინტერესები.

ქ. ქერჩის პროკურორის თანაშემწეს ს.ს როგოვცევას მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და დედობის უფლების ჩამორთმევა მიზანშეწონილია.

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განჩინებით ზ. ჩ-ის სარჩელი შ. თ-ს წინააღმდეგ ბ. ლ-ის ძე თ-ას მიმართ დედობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე დაკმაყოფილდა; 1971 წლის 5 ინვარს დაბადებულ შ. თ-ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები 1997 წლის 29 სექტემბერს დაბადებული შვილის ბ. ლ-ის ძე თ-ას მიმართ.

ზ. ჩ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით ზ. ჩ-ის შუამდგომლობა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ზ. ჩ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განჩინებით ზ. ჩ-ის სარჩელი შ. თ-ს წინააღმდეგ ბ. ლ-ის ძე თ-ას მიმართ დედობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე დაკმაყოფილდა; 1971 წლის 5 ინვარს დაბადებულ შ. თ-ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები 1997 წლის 29 სექტემბერს დაბადებული შვილის ბ. ლ-ის ძე თ-ას მიმართ.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და არ აღსრულებულა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 ზ. ჩ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის განჩინება, რომლითაც ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 მარტის ზ. ჩ-ის სარჩელი შ. თ-ს წინააღმდეგ ბ. ლ-ის ძე თ-ას მიმართ დედობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე დაკმაყოფილდა; 1971 წლის 5 ინვარს დაბადებულ შ. თ-ას ჩამოერთვა მშობლის უფლებები 1997 წლის 29 სექტემბერს დაბადებული შვილის ბ. ლ-ის ძე თ-ას მიმართ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.