Facebook Twitter

ა-4087-შ-65-2011 10 აპრილი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. ბ-ე (წარმომადგენელი ც. ფ-ე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ჰ. ე. შ-ი, ა. შ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი შტუტგარტის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 29 F 1596/10)

დავის საგანი _ შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი შტუტგარტის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 29 F 1596/10) დამტკიცდა გერმანიის მოქალაქეების: ჰ. ე. შ-ისა და ა. შ-ის მიერ საქართველოს მოქალაქის _ ი. ბ-ის შვილად აყვანა; დადგინდა, რომ შვილად აყვანის შემდეგ ი. ბ-ე ატარებს გვარს «შ-»; ასევე დადგინდა, რომ შვილად აყვანის შემდეგ ი. ბ-ე ითვლება ზემოხსენებული წყვილის კანონიერ შვილად.

ი. ბ-ემ წარმომადგენლის, ც. ფ-ის მეშვეობით შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ი. ბ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ი. ბ-ის (წარმომადგენელი ც. ფ-ე) შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი შტუტგარტის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 29 F 1596/10) დამტკიცდა გერმანიის მოქალაქეების: ჰ. ე. შ-ისა და ა. შ-ის მიერ საქართველოს მოქალაქის _ ი. ბ-ის შვილად აყვანა; დადგინდა, რომ შვილად აყვანის შემდეგ ი. ბ-ე ატარებს გვარს «შ-»; ასევე დადგინდა, რომ შვილად აყვანის შემდეგ ი. ბ-ე ითვლება ზემოხსენებული წყვილის კანონიერ შვილად.

გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი შტუტგარტის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება ძალაშია 2011 წლის 4 იანვრიდან.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი შტუტგარტის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა გერმანიის მოქალაქეების: ჰ. ე. შ-ისა და ა. შ-ის მიერ საქართველოს მოქალაქის _ ი. ბ-ის შვილად აყვანა; დადგინდა, რომ შვილად აყვანის შემდეგ ი. ბ-ე ატარებს გვარს «შ-»; ასევე დადგინდა, რომ შვილად აყვანის შემდეგ ი. ბ-ე ითვლება ზემოხსენებული წყვილის კანონიერ შვილად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ბ-ის (წარმომადგენელი ც. ფ-ე) შუამდგომლობა გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი შტუტგარტის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი შტუტგარტის საოლქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 29 F 1596/10), რომლითაც დამტკიცდა გერმანიის მოქალაქეების: ჰ. ე. შ-ისა და ა. შ-ის მიერ საქართველოს მოქალაქის _ ი. ბ-ის შვილად აყვანა; დადგინდა, რომ შვილად აყვანის შემდეგ ი. ბ-ე ატარებს გვარს «შ-»; ასევე დადგინდა, რომ შვილად აყვანის შემდეგ ი. ბ-ე ითვლება ზემოხსენებული წყვილის კანონიერ შვილად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.