Facebook Twitter
saqme #a-764-S-19-2011 25 marti, 2011 weli

ა-447-შ-9-2012 17 აპრილი, 2012 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - შ. მ-რ

მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-რ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის დელმენჰორსტის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის დელმენჰორსტის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-რსა და შ. მ-რს შორის ბრემენის მმაჩის ბიუროში 2002 წლის 17 მაისს რეგისტრირებული №610/2002 ქორწინება ბათილად გამოცხადდა.

შ. მ-რმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დელმენჰორსტის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინებით შ. მ-რის შუამდგომლობა დელმენჰორსტის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შ. მ-რის შუამდგომლობა დელმენჰორსტის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის დელმენჰორსტის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-რსა და შ. მ-რს შორის ბრემენის მმაჩის ბიუროში 2002 წლის 17 მაისს რეგისტრირებული №610/2002 ქორწინება ბათილად გამოცხადდა. საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 28 ოქტომბერს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღსრულებულია. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

გერმანიის დელმენჰორსტის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შ. მ-რის შუამდგომლობა დელმენჰორსტის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას დელმენჰორსტის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-რსა და შ. მ-რს შორის ბრემენის მმაჩის ბიუროში 2002 წლის 17 მაისს რეგისტრირებული №610/2002 ქორწინება ბათილად გამოცხადდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.