Facebook Twitter

ა-620-შ-15-2012 17 აპრილი, 2012 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე - ვ- მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენი

დავის საგანი – სახელმწიფო გადასახადის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ვ- რ-ის ძე მ-ს ა. რ-ის ასული მელიქსეთიანის სასარგებლოდ დაეკისრა ტ. ვ-ის ძე მ-ისა და დ. ვ-ის ძე მ-ისათვის ალიმენტის სახით თითოეული ბავშვისთვის ყოველთვიურად 20 000 დრამის გადახდა, სასამართლოსთვის მიმართვის დროიდან - 2011 წლის 3 მარტიდან - ბავშვების სრულწლოვნების ასაკს მიღწევამდე. ასევე მოპასუხე ვ- მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო გადასახადის სახით 9600 დრამის გადახდა.

სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს მოსამართლე არმან კურეხიანმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს მოსამართლე არმან კურეხიანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს მოსამართლე არმან კურეხიანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ვ- რ-ის ძე მ-ს ა. რ-ის ასული მელიქსეთიანის სასარგებლოდ დაეკისრა ტ. ვ-ის ძე მ-ისა და დ. ვ-ის ძე მ-ისათვის ალიმენტის სახით თითოეული ბავშვისთვის ყოველთვიურად 20 000 დრამის გადახდა, სასამართლოსთვის მიმართვის დროიდან - 2011 წლის 3 მარტიდან - ბავშვების სრულწლოვნების ასაკს მიღწევამდე. ასევე მოპასუხე ვ- მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო გადასახადის სახით 9600 დრამის გადახდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 17 ოქტომბერს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული განაჩენი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს მოსამართლე არმან კურეხიანის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტემბრის განაჩენი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ნაწილში, რომლითაც ვ- მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო გადასახადის სახით 9600 დრამის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.