ა-899-შ-23-2012 26 აპრილი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ. ხ-ა (წარმომადგენელი ვ. ო-ი)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ზ-უ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ბურგვედელის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ბურგვედელის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით გაუქმდა მხარეებს: ლ. ხ-ასა და ო. ზ-უს შორის, 2001 წლის 6 აპრილს ჰერფორდის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული (სარეგისტრაციო № ...) ქორწინება.
ლ. ხ-ამ წარმომადგენელ ვ. ო-ის მეშვეობით შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით ლ. ხ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ბურგვედელის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით გაუქმდა მხარეებს: ლ. ხ-ასა და ო. ზ-უს შორის, 2001 წლის 6 აპრილს ჰერფორდის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული (სარეგისტრაციო № ...) ქორწინება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, გერმანიის ბურგვედელის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განჩინება, რომლითაც გაუქმდა მხარეებს: ლ. ხ-ასა და ო. ზ-უს შორის, 2001 წლის 6 აპრილს ჰერფორდის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული (სარეგისტრაციო № ...) ქორწინება,საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ხ-ას (წარმომადგენელი ვ. ო-ი) შუამდგომლობა გერმანიის ბურგვედელის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბურგვედელის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განჩინება, რომლითაც გაუქმდა მხარეებს: ლ. ხ-ასა და ო. ზ-უს შორის, 2001 წლის 6 აპრილს ჰერფორდის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული (სარეგისტრაციო № ...) ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.