Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

ას-44-42-2012 27 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. ჭ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ჯ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ჯ-ის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ-ის ქ.№41-ისა“ და ა. ტ-ის მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ-ის ქ.№41-ის 2009 წლის 25 თებერვლის კრების №20 ოქმი ქ.თბილისში, ფ-ის ქ.№14-ში მდებარე საცხოვრებელი №33 ბინის სარდაფზე ა. ჯ-ის მფლობელობის ფაქტის დადგენისა და სარდაფის ა. ჯ-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ თანხმობის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ-ის ქ.№41-ის“ 2009 წლის 25 მარტის №21 კრების ოქმი ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №41-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის №33 სარდაფის ა. ჯ-ის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 2 თებერვალს ა. ჯ-ესა და ა. ტ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №41-ში მდებარე 10 კვ.მ №33 სარდაფის ა. ტ-ის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში, ქ.თბილისში, ფ-ის ქუჩა №41-ში მდებარე 10 კვ.მ №33 სარდაფი აღირიცხა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ-ის ქ. №41-ის“ საკუთრებად.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ჯ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და თ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ა. ჯ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

საკასაციო სასამართლოში თ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის დროს მხარეებმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს მათ შორის მორიგების დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:

1. ა. ტ-ე თმობს თავის საკუთრებას – ქ.თბილისში, ფ-ის ქ.№41-ში მდებარე №33 სარდაფს, თ. ჭ-ის სასარგებლოდ და თანახმაა, აღნიშნული სარდაფი აღირიცხოს თ. ჭ-ის საკუთრებად;

2. ა. ჯ-ე იღებს ვალდებულებას, ამ მორიგების აქტის ხელმოწერიდან 2 (ორ) თვეში ჩაატაროს შემდეგი სამუშაოები – სარდაფში ჩასასვლელი კიბის დემონტაჟი და, შესაბამისად, ბინიდან სარდაფში შესასვლელი ღიობის იზოლირება;

3. ა. ტ-ე ვალდებულია, შეავსოს – ამოაშენოს გასასვლელი ღიობი №33 სარდაფიდან №31 სარდაფში, ასევე №33 სარდაფი გამოათავისუფლოს საკუთარი ნივთებისაგან;

4. ა. ტ-ე იღებს ვალდებულებას – ხელუხლებელი და გაუმჯობესების სახით დატოვოს სარდაფის იატაკი მონოლითური ბეტონით და მოხვეწილი თანამედროვე მეტლახით, კედელზე არსებული ელექტროგამანაწილებელი კოლოფებით, მეტალოპლასტმასის თანამედროვე ფანჯრებით (გამწოვით) ქუჩის მხარეს ამოღებული ფანჯრის ნიშით შესაბამისი გისოსებით;

5. თ. ჭ-ე ვალდებულია, ამ მორიგების აქტის ხელმოწერიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გადაუხადოს ა. ტ-ეს 4000 (ოთხი ათასი) ლარი, ასევე ა. ჯ-ეს გადაუხადოს მის მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი;

6. ამ მორიგების აქტის პირველ პუნქტში გათვალისწინებული №33 სარდაფის თ. ჭ-ის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მოხდეს მას შემდეგ, რაც თ. ჭ-ე გადაუხდის ა. ტ-ეს ამ მორიგების მე-4 პუნქტში განსაზღვრულ 4000 ლარს და ა. ჯ-ეს – 150 ლარს;

7. თ. ჭ-ე იღებს ვალდებულებას, რომ ა. ჯ-ეს არ შეუშალოს ხელი მის კუთვნილ ბინაში, რომელიც ფაქტობრივად მდებარეობს №33 სარდაფის თავზე, ქუჩის მხრიდან შესასვლელის გაკეთებაში, რადგან ა. ჯ-ის ბინის ფანჯრის ღიობი და №33 სარდაფის საჰაერო ღიობი პერპენდიკულარულად ემთხვევა ერთმანეთს და გარედან კიბის გაკეთების შემთხვევაში კიბე აღმოჩნდება №33 სარდაფის საჰაერო ღიობის თავზე, რაზეც მას პრეტენზია არ ექნება;

8. თ. ჭ-ე ვალდებულია, ქ.თბილისში, ფ-ის ქ.№41-ში მდებარე №33 სარდაფთან წარმოშობილ ნებისმიერ ხარჯებს, კერძოდ, №33 სარდაფის საჯარო რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ გადაიხადოს საგადასახადო გადასახადი და სხვა ნებისმიერი გადასახადი, რაც უკავშირდება აღნიშნული სარდაფის დარეგისტრირებას და სხვა უფლებრივ მდგომარეობას, ასევე, ყველა ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას იღებს თ. ჭ-ე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ თ. ჭ-ეს უნდა დაუბრუნდეს ანზორ გვარჯალაძის მიერ 2012 წლის 9 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება თ. ჭ-ეს, ა. ჯ-ეს, ა. ტ-ესა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ-ის ქ.№41-ის“ თავმჯდომარე ხ. ნ-ეს შორის შემდეგი პირობებით:

1. ა. ტ-ე თმობს თავის საკუთრებას – ქ.თბილისში, ფ-ის ქ.№41-ში მდებარე №33 სარდაფს, თ. ჭ-ის სასარგებლოდ და თანახმაა, აღნიშნული სარდაფი აღირიცხოს თ. ჭ-ის საკუთრებად;

2. ა. ჯ-ე იღებს ვალდებულებას, ამ მორიგების აქტის ხელმოწერიდან 2 (ორ) თვეში ჩაატაროს შემდეგი სამუშაოები – სარდაფში ჩასასვლელი კიბის დემონტაჟი და, შესაბამისად, ბინიდან სარდაფში შესასვლელი ღიობის იზოლირება;

3. ა. ტ-ე ვალდებულია, შეავსოს – ამოაშენოს გასასვლელი ღიობი №33 სარდაფიდან №31 სარდაფში, ასევე №33 სარდაფი გამოათავისუფლოს საკუთარი ნივთებისაგან;

4. ა. ტ-ე იღებს ვალდებულებას – ხელუხლებელი და გაუმჯობესების სახით დატოვოს სარდაფის იატაკი მონოლითური ბეტონით და მოხვეწილი თანამედროვე მეტლახით, კედელზე არსებული ელექტროგამანაწილებელი კოლოფებით, მეტალოპლასტმასის თანამედროვე ფანჯრებით (გამწოვით) ქუჩის მხარეს ამოღებული ფანჯრის ნიშით შესაბამისი გისოსებით;

5. თ. ჭ-ე ვალდებულია, ამ მორიგების აქტის ხელმოწერიდან 1 (ერთი) თვის ვადაში გადაუხადოს ა. ტ-ეს 4000 (ოთხი ათასი) ლარი, ასევე ა. ჯ-ეს გადაუხადოს მის მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი;

6. ამ მორიგების აქტის პირველ პუნქტში გათვალისწინებული №33 სარდაფის თ. ჭ-ის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირება მოხდეს მას შემდეგ, რაც თ. ჭ-ე გადაუხდის ა. ტ-ეს ამ მორიგების მე-4 პუნქტში განსაზღვრულ 4000 ლარს და ა. ჯ-ეს – 150 ლარს;

7. თ. ჭ-ე იღებს ვალდებულებას, რომ ა. ჯ-ეს არ შეუშალოს ხელი მის კუთვნილ ბინაში, რომელიც ფაქტობრივად მდებარეობს №33 სარდაფის თავზე, ქუჩის მხრიდან შესასვლელის გაკეთებაში, რადგან ა. ჯ-ის ბინის ფანჯრის ღიობი და №33 სარდაფის საჰაერო ღიობი პერპენდიკულარულად ემთხვევა ერთმანეთს და გარედან კიბის გაკეთების შემთხვევაში კიბე აღმოჩნდება №33 სარდაფის საჰაერო ღიობის თავზე, რაზეც მას პრეტენზია არ ექნება;

8. თ. ჭ-ე ვალდებულია, ქ.თბილისში, ფ-ის ქ.№41-ში მდებარე №33 სარდაფთან წარმოშობილ ნებისმიერ ხარჯებს, კერძოდ, №33 სარდაფის საჯარო რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ გადაიხადოს საგადასახადო გადასახადი და სხვა ნებისმიერი გადასახადი, რაც უკავშირდება აღნიშნული სარდაფის დარეგისტრირებას და სხვა უფლებრივ მდგომარეობას, ასევე, ყველა ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას იღებს თ. ჭ-ე.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება თ. ჭ-ის სარჩელის გამო ა. ჯ-ის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ფ-ის ქ.№41-ისა“ და ა. ტ-ის მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

კასატორ თ. ჭ-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 9 იანვარს №3 სალაროს შემოსავლის ორდერით ანზორ გვარჯალაძის მიერ გადახდილი 300 ლარი.

განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.