ას-472-446-2012 23 აპრილი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ. ნ-ა (ბ-ა)
მოწინააღმდეგე მხარე - სენაკის №7 საჯარო სკოლა, დირექტორი - რ. პ-ა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ბ-ამ (ნ-ამ) სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს სენაკის №7 საჯარო სკოლის დირექტორის - რ. პ-ას მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ №12 და №50 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ნ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ნ-ამ (ბ-ამ).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებით ლ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ნ-ამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს მის გამოსასწორებლასდ მიეცა 5 დღის ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს მის გამოსასწორებლასდ მიეცა 5 დღის ვადა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს – ფ. ბ-ას ჩაბარდა 2012 წლის 31 მარტს. შესაბამისად, კასატორს სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა 2012 წლის 5 აპრილს ამოეწურა. აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ნ-ას (ბ-ას) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;