Facebook Twitter

ას-521-490-2012 12 აპრილი 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ო. ს-ის, ი. ხ-სა და ტ. ს-ას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

წარმოდგენილი კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების ნაწილში წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ მიუთითებს საპროცესო კოდექსი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ იცნობს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ო. ს-ის, ი. ხ-სა და ტ. ს-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

რაც შეეხება წარმოდგენილ კერძო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლსი 14 თებერვლის განჩინების გაუქმების ნაწილში, საკასაციო სასამართლო თვლის რომ, იგი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე და 416-ე მუხლების მოთხოვნებს, რის საფუძველზეც მიღებულ უნდა იქნას განსახილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ, საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს.

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

კერძო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400, 401-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ს-ის, ი. ხ-სა და ტ. ს-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

2. ო. ს-ის, ი. ხ-სა და ტ. ს-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების ნაწილში მიღებულ იქნეს განსახილველად.

3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს კერძო საჩივრის ასლი.

4. კერძო საჩივარი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.