Facebook Twitter

ას-555-523-2012 25 აპრილი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე:

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ზ. რ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ს-ი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზ. რ-ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ს.ს. „ს-ის“ მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 2000 ლარის გადახდის მოთხოვნით.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. რ-ამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ზ. რ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება ზ. რ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ოქტომბრის განჩინება და საქმე ზ. რ-ას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით ზ. რ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. რ-ამ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს მის გამოსასწორებლასდ მიეცა 5 დღის ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს მის გამოსასწორებლასდ მიეცა 5 დღის ვადა. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2012 წლის 13 აპრილს. შესაბამისად, კასატორს სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა 2012 წლის 18 აპრილს ამოეწურა. აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. რ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;