Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

ას-91-87-2012 19 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ „შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ქ-ის მიმართ სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის – 2250 ლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სსიპ „შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტმა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

2012 წლის 17 აპრილს სასამართლოს მიმართა სსიპ „შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის“ წარმომადგენელმა გ, დ-ემ, რომელმაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ „შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.

ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე, ხოლო რადგან საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს სააპელაციო პალატისათვის დადგენილი ნორმებით, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მოქმედებს პირველი ინსტანციისათვის დადგენილი წესებით, ცხადია, რომ მოსარჩელის ხსენებული უფლება გადადის კასატორზეც.

ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს უარი თქვას საკასაციო საჩივარზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ სსიპ „შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის“ წარმომადგენელმა ხათუნა აფაქიძემ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე, რაც მითითებულ საჩივარზე მიმდინარე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სსიპ „შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტმა“ საკასაციო საჩივარზე უარი თქვა მისი დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე, რის გამოც მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე წინასწარ, 2012 წლის 5 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ „შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

კასატორ სსიპ „შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტს“ (საინდენტიფიკაციო კოდი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 5 იანვარს №6 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.