Facebook Twitter

№ას-1694-1678-2011 17 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – პ. დ-ის უფლებამონაცვლე ე. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბანკი ...“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ბანკი ...მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში პ. დ-ისა და შპს „ბიზნეს ცენტრი ვ-ე“ წინააღმდეგ და მოითხოვა სს „ბანკი ...სა“ და პ. დ-ეს შორის 2007 წლის 19 ოქტომბერს დადებული გენერალური ხელშეკრულებისა და №39068 საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ასევე მოპასუხისათვის ბანკის სასარგებლოდ 133 732.34 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.

პ. დ-ემ შეგებებული სარჩელით, მოითხოვა თავის სახელზე საჯარო რეესტრში სამომავლო საკუთრების უფლებით შსემდეგი უძრავი ქონების აღრიცხვა: ა) ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას განზირი №71, კორპუსი„ც“, ნიშნული 15.75, სართული 6, ბინა №18, ფართიმ 164 კვ.მ, საკადასატრო კოდი №...და ბ) ქ. თბილისი, ვ-ას გამზირი 371, ა-ი №177, სართული -3 (7.80 ნიშნული), კორპუსი „ც“, 17.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი №....

მოპასუხე პ. დ-ემ სს „ბანკი რესპუბლიკის“ სარჩელი ცნო მხოლოდ დავალიანების ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში;

მოპასუხემ შპს „ბიზნეს ცენტრი ვ-ე“ პ. დ-ის სარჩელი ცნო სასამართლო სხდომაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სს „ბანკი ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, პ. დ-ეს სს ბანკი „...ს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2007 წლის 19 ოქტომბრის №39068 საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანება 133 732.34 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; პ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; პ. დ-ის სახელზე საჯარო რეესტრში სამომავლო საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე: ა) ქ. თბილისი, ვ-ას გამზირი №71, კორპუსი „ც“, ნიშნული 15.75, სართული 6, ბინა №18, ფართი 164 კვ.მ., საკადასტრო კოდი №..., ბ) ქ. თბილისი, ვ-ას გამზირი №71, ა-ი №177, სართული-3, (7.80 ნიშნული), კორპუსი „ც“, 17.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი №....

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასახელებული გადაწყვეტილება სს ბანკი “...ს” სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა პ. დ-ემ და მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში მისი გაუქმება და მოტხოვნის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წილს 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწუყვეტილებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, პ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2011 წლის 27 სექტემბერს აპელანტის წარმომაგენელმა ი. კ-ამ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ამავე სასამართლოს 13.09.2011 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან 2011 წლის 11 სექტემბერს გარდაეცვალა სიდედრი, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოცხადებულიყო 2011 წლის 13 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით პ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 13.09.2011 წლის სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საპატიო მიზეზის არსებობას, საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ვერ წარმოადგინა და, შესაბამისად, არ არსებობდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემრბის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 დეკემბრის განჩინებით პ. დ-ის წარმომადგენელ ი. კ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით პ. დ-ის წარმომადგენელ ი. კ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად.

2012 წლის 23 მარტს პ. დ-ის წარმომადგენელმა ი. კ-ამ წარმოადგინა პ. დ-ის გარდაცვალების მოწმობა და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით პ. დ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა პ. დ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, სასამართლო სხდომის დანიშვნამდე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1.1 კომპანია თანახმაა ე. კ-ას საკუთრებად აღრიცხოს საჯარო რეესტრში შემდეგი უძრავი ქონება (2007 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №07/102 და მასში 2008 წლის 15 იანვარს შესული ცვლილებით განსაზღვრულ ფასში):

ა) ქ. თბილისი, ვ-ას გამზ.№71, კორპუსი „ც“, ნიშნული 15.75, სართული 6, ბინა 18, ფართი 164 კვ.მ, საკდასტრო კოდი №...;

ბ)ქ. თბილისი, ვ-ას გამზ.№71, ა-ი №177, სართული 3 (–7.80 ნიშნული), კორპუსი „ც“, 17.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი №...

1.2 წინამდებარე ხელშეკრულებით, სს ბანკი „რეპუბლიკას“ წინაშე არსებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, რომელიც მითითებულია ამავე ხელშეკრულების 1.5 პუნქტში, იპოთეკით იტვირთება 1.1 პუნქტში აღნიშნული უძრავი ქონება;

1.3 უძრავ ქონებას შეუნარჩუნდეს ბანკის იპოთეკის უფლება ამ ხელშეკრულების 1.5 პუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულებამდე;

1.4 ბანკმა გააუქმოს თავისი იპოთეკა 1.1 პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებებზე, მას შემდეგ, რაც შესრულდება ამ ხელშეკრულების 1.5. პუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობა;

1.5 ბანკის მიერ უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების გაუქმების წინაპირობებია შემდეგი ვალდებულებების შესრულება:

1.5.1 დაიფაროს ბაკის საკრედიტო მოთხოვნა 133 732.34 აშშ დოლარის ოდენობით სრულად;

1.5.2 დაიფაროს უძრავი ქონების მეინთენენსის (პირადი ქონება და მასთან დაკავშირებული საერთო ფართის მოვლა) ხარჯი 3 321 ლარის ოდენობით, ეს თანხა გადახდილ იქნას კომპანიის სასარგებლოდ თანხის შემდეგ ანგარიშზე ჩარიცხვით: ბანკის დასახელება : თბილისი სს „ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის კოდი :REPLGE22, ა/ა: GE30BR0000010430061940;

1.6 იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების 1.5. პუნქტით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულება არ შესრულდება სრულად 2012 წლის 20 ოქტომბრამდე, ბანკს უფლება ექნება მიაქციოს გადახდევინება იპოთეკით უზრუნველყოფილ ქონებაზე ამ მუხლის 1.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დაფარვის მიზნით;

1.7 იმ შემთხვევაში, თუ დადგება იპოთეკის საგნების რეალიზაციით ამ ხელშეკრულების 1.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დაფარვის საკითხი, აუცილებელია მესაკუთრემ შეათანხმოს ბანკთან უძრავი ქონების რეალიზაციის პირობები, რათა სწორად მოხდეს იურიდიული დოკუმენტების გაფორმება და უზრუნველყოფილი ვალდებულებების დაფარვა;

1.8 წინამდებარე ხელშეკრულება გატარდეს საჯარო რეესტრში და დარეგისტრირდეს იპოტეკა 1.1 პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე სს ბანკი „...ს “ სასარგებლოდ.

მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

1.1 კომპანია თანახმაა ე. კ-ას საკუთრებად აღრიცხოს საჯარო რეესტრში შემდეგი უძრავი ქონება (2007 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება №07/10/2 და მასში 2008 წლის 15 იანვარს შესული ცვლილებით განსაზღვრულ ფასში):

ა) ქ. თბილისი, ვ-ას გამზ.№71, კორპუსი „ც“, ნიშნული 15.75, სართული 6, ბინა 18, ფართი 164 კვ.მ, საკადასტრო კოდი №...;

ბ)ქ. თბილისი, ვ-ას გამზ.№71, ა-ი №177, სართული 3 (–7.80 ნიშნული), კორპუსი „ც“, 17.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი №...

1.2 წინამდებარე ხელშეკრულებით, სს ბანკი „რეპუბლიკას“ წინაშე არსებული ვალდებულებებიs უზრუნველსაყოფად, რომელიც მითითებულია ამავე ხელშეკრულების 1.5 პუნქტში, იპოთეკით იტვირთება 1.1 პუნქტში აღნიშნული უძრავი ქონება;

1.3 უძრავ ქონებას შეუნარჩუნდეს ბანკის იპოთეკის უფლება ამ ხელშეკრულების 1.5 პუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულებამდე;

1.4 ბანკმა გააუქმოს თავისი იპოთეკა 1.1 პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებებზე, მას შემდეგ, რაც შესრულდება ამ ხელშეკრულების 1.5. პუნქტით გათვალისწინებული ყველა პირობა;

1.5 ბანკის მიერ უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების გაუქმების წინაპირობებია შემდეგი ვალდებულებების შესრულება:

1.5.1 დაიფაროს ბაკის საკრედიტო მოთხოვნა 133 732.34 აშშ დოლარის ოდენობით სრულად;

1.5.2 დაიფაროს უძრავი ქონების მეინთენენსის (პირადი ქონება და მასთან დაკავშირებული საერთო ფართის მოვლა) ხარჯი 3 321 ლარის ოდენობით, ეს ტანხა გადახდილ იქნას კომპანიის სასარგებლოდ თანხის შემდეგ ანგარიშზე ჩარიცხვით: ბანკის დასახელება : თბილისი სს „ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის კოდი :REPLGE22, ა/ა: GE30BR0000010430061940;

1.6 იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების 1.5. პუნქტით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულება არ შესრულდება სრულად 2012 წლის 20 ოქტომბრამდე, ბანკს უფლება ექნება მიაქციოს გადახდევინება იპოთეკით უზრუნველყოფილ ქონებაზე ამ მუხლის 1.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დაფარვის მიზნით;

1.7 იმ შემთხვევაში, თუ დადგება იპოთეკის საგნების რეალიზაციით ამ ხელშეკრულების 1.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დაფარვის საკითხი, აუცილებელია მესაკუთრემ შეათანხმოს ბანკთან უძრავი ქონების რეალიზაციის პირობები, რათა სწორად მოხდეს იურიდიული დოკუმენტების გაფორმება და უზრუნველყოფილი ვალდებულებების დაფარვა;

1.8 წინამდებარე ხელშეკრულება გატარდეს საჯარო რეესტრში და დარეგისტრირდეს იპოტეკა 1.1 პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებაზე სს ბანკი „...ს “ სასარგებლოდ.

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.