№ას-1833-1806-2011 14 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. პ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, მესაკუთრედ ცნობა, ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. პ-ის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ასევე ქ.თბილისში, ა-ის ქ.№13-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს სადავო უძრავი ნივთის მ. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. პ-ის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, ა-ის ქ. №13-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი №...) გამოთხოვილ იქნა მ. ბ-ის მფლობელობიდან და გადაეცა ნ. პ-ს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ბ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ბ-ის მოთხოვნა მასა და ნ. პ-ს შორის 2009 წლის 25 აგვისტოს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ა-ის ქ. №13-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. ბ-ის სახელზე, ხოლო ნ. პ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. პ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინებით მ. ბ-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაება ლ. მ-ი.
საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას მხარეებმა წარადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:
1. ქ.თბილისში, ა-ის ქ.№13-ში მდებარე (საკადასტრო კოდი №...) ნ. პ-ის სახელზე რიცხული ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხოს ლ. მ-ის (პირადი №...) სახელზე;
2. ლ. მ-ი ვალდებულია, ნ. პ-ს გადაუხადოს 52500 (ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) ევროს ეკვივალენტი ლარი გადახდის მომენტში არსებული კურსით მორიგების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ლ. მ-ის სახელზე აღრიცხვიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში;
3. ლ. მ-ს უფლება არა აქვს, წინამდებარე მორიგების აქტის მეორე პუნქტში მითითებულ ვადაში გაასხვისოს, იპოთეკით ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთოს მორიგების პირველ პუნქტში დასახელებული უძრავი ქონება ნ. პ-ის წერილობითი თანხმობის გარეშე;
4. წინამდებარე მორიგების აქტის მეორე პუნქტში მითითებული თანხა უნდა ჩაირიცხოს ნ. პ-ის საბანკო ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებია:
ბანკის დასახელება: სს „...ბანკი“;
ბანკის კოდი: MI...;
ანგარიშის ნომერი: GE....
5. მორიგების აქტის მეოთხე პუნქტში მითითებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისთანავე წინამდებარე მორიგების მესამე პუნქტში მითითებული შეზღუდვა გაუქმებულად ითვლება. ნ. პ-ი ვალდებულია, თანხის ჩარიცხვიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში უზრუნველყოს მესამე პუნქტში მითითებული შეზღუდვის მოხსნა საჯარო რეესტრში;
6. ლ. მ-ის მიერ წინამდებარე მორიგების პირობის დარღვევის შემთხვევაში (თანხის გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის შემთხვევაში) ქ.თბილისში, ა-ის ქ.№13-ში მდებარე ბინა (საკადასტრო კოდი №...) მორიგების აქტის მეორე პუნქტში მითითებული ვადის გასვლისთანავე, დაუყოვნებლივ საკუთრების უფლებით აღირიცხოს ნ. პ-ის სახელზე.
მხარეებმა ასევე იშუამდგომლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღის მოხსნის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ნ. პ-ს უნდა დაუბრუნდეს ვ. პ-ის მიერ 2012 წლის 14 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 2250 ლარი, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ქ.თბილისში, ა-ის ქ.№13-ში მდებარე (საკადასტრო კოდი №...) ნ. პ-ის სახელზე რიცხულ ბინას დაედო ყადაღა.
განსახილველ დავაზე მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და სადავო უძრავ ნივთს ყადაღა მოეხსნას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს მორიგება ნ. პ-სა და ლ. მ-ს შორის შემდეგი პირობებით:
1. ქ.თბილისში, ა-ის ქ.№13-ში მდებარე (საკადასტრო კოდი №...) ნ. პ-ის სახელზე რიცხული ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხოს ლ. მ-ის (პირადი №...) სახელზე;
2. ლ. მ-ი ვალდებულია, ნ. პ-ს გადაუხადოს 52500 (ორმოცდათორმეტი ათას ხუთასი) ევროს ეკვივალენტი ლარი გადახდის მომენტში არსებული კურსით მორიგების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ლ. მ-ის სახელზე აღრიცხვიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში;
3. ლ. მ-ს უფლება არა აქვს, წინამდებარე მორიგების აქტის მეორე პუნქტში მითითებულ ვადაში გაასხვისოს, იპოთეკით ან სხვაგვარად უფლებრივად დატვირთოს მორიგების პირველ პუნქტში დასახელებული უძრავი ქონება ნ. პ-ის წერილობითი თანხმობის გარეშე;
4. წინამდებარე მორიგების აქტის მეორე პუნქტში მითითებული თანხა უნდა ჩაირიცხოს ნ. პ-ის საბანკო ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებია:
ბანკის დასახელება: სს „...ბანკი“;
ბანკის კოდი: MI...;
ანგარიშის ნომერი: GE....
5. მორიგების აქტის მეოთხე პუნქტში მითითებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისთანავე წინამდებარე მორიგების მესამე პუნქტში მითითებული შეზღუდვა გაუქმებულად ითვლება. ნ. პ-ი ვალდებულია, თანხის ჩარიცხვიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში უზრუნველყოს მესამე პუნქტში მითითებული შეზღუდვის მოხსნა საჯარო რეესტრში;
6. ლ. მ-ის მიერ წინამდებარე მორიგების პირობის დარღვევის შემთხვევაში (თანხის გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის შემთხვევაში) ქ.თბილისში, ა-ის ქ.№13-ში მდებარე ბინა (საკადასტრო კოდი №...) მორიგების აქტის მეორე პუნქტში მითითებული ვადის გასვლისთანავე, დაუყოვნებლივ საკუთრების უფლებით აღირიცხოს ნ. პ-ის სახელზე.
შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება მ. ბ-ის სარჩელის გამო ნ. პ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის, მესაკუთრედ ცნობისა და ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
კასატორ ნ. პ-ს (პირადი №01017000876) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 14 იანვარს №4789069 სალაროს შემოსავლის ორდერით ვ. პ-ის მიერ გადახდილი 2250 ლარი.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ქ.თბილისში, ა-ის ქ.№13-ში მდებარე (საკადასტრო კოდი №...) ნ. პ-ის სახელზე რიცხულ ბინას ყადაღა მოეხსნას.
განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.