Facebook Twitter
#as-1301-1536-05

№ას-575-543-2012 10 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა №...“-ის წარმომადგენლის რ. ფ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინებაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა №...“-ის წარმომადგენლის რ. ფ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა №...“-ის წარმომადგენელს რ. ფ-ეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ხოლო ამავე სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა №...“-ის წარმომადგენელს რ. ფ-ეს, მისივე განცხადების საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 2 დღით. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია, ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა №...“-ის წარმომადგენლის რ. ფ-ის განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, წარმოდგენილი განცხადება კი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის შესახებ და არც შესაბამისი მტკიცებულებებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კერძო საჩივრის ავტორს დღემდე არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟის ნაწილიც კი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა №...“-ის წარმომადგენელმა რ. ფ-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა №...“-ის წარმომადგენლის რ. ფ-ის შუამდგომლობა კერძო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა №...“-ის წარმომადგენლის რ. ფ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.