№ას-605-571-2012 30 მაისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – სს „ო-ს თ-ის“ კრედიტორები: დ. წ-ა-ჯ-ი, ო. ლ-ე, ნ. ლ-ი, ლ. ბ-ე-კ-ი, რ. დ-ა, ნ. ტ-ე, ნ. გ-ე, . დ-ე, ნ. ნ-ე, თ. ა-ი, ნ. ჩ-ე, მ. ქ-ე, მ. ჭ-ა, ნ. ხ-ი, კ. ს-ი, ნ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტება
დავის საგანი – შენობის ნატურით გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სს „ო-ს თ-ის“ კრედიტორებს გადაეცათ თბილისში, ლ-ის ქ.№28-ში მდებარე მოვალის – სს „ო-ს თ-ის“ კუთვნილი ორსართულიანი 660.48 კვ.მ შენობა, რომელიც საჯარო ვაჭრობის გზით აუქციონზე არ გაყიდულა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა შენობის ნატურით საკუთრებაში გადაცემის შემდეგ სს „ო-ს თ-ის“ მიმართ სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა სს „ო-ს თ-ის“ კრედიტორების – ნ. გ-ის, ო. ნ-ის, თ. ა-ის და სხვათა (მოსარჩელეები) მიმართ; სს „ო-ს თ-ის“ კრედიტორები გათავისუფლდნენ სააღსრულებო მოსაკრებლის გადახდისაგან აუქციონზე გაუყიდავი შენობის ნატურით გადაცემასთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ხ-ის, დ. წ-ა-ჯ-ის, ლ. ბ-ე-კ-ის, თ. ნ-ის, თ. ფ-ის, ტ. გ-ას, დ. გ-ის, ნ. ა-ის, ნ. ნ-ის, ე. გ-ის, შ. დ-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ-ის, ნ. ჩ-ის, ნ. ტ-ის, ვ. მ-ის, თ. ა-ის, შ. ხ-ის, ლ. ნ-ის, მ. გ-ის, ლ. გ-ის, დ. ს-ის, თ. ყ-ის, კ.ა ს-ის, გ. გ-ის, რ. დ-ას, თ. ფ-ის, თ. ნ-ის, მ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ნნ. ჩ-ის, ო. ნ-ის, მ. ბ-ას, ო. ლ-ის, ნ. ბ-ის, ე. ა-ის, ც. ნ-ის, მ. ჭ-ას, უ. გ-ის, ნ. ტ-ის, ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეებს: დ. წ-ა-ჯ-ს, ლ. ბ-ე-კ-ს, თ. ნ-ს, თ. ფ-ეს, ტ. გ-ას, დ. გ-ს, ნ. ა-ს, ნ. ნ-ეს, ე. გ-ეს, შ. დ-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ-ეს, ნ. ჩ-ეს, ნ. ტ-ს, ვ. მ-ს, თ. ა-ს, ლ. ნ-ეს, ლ. გ-ს, დ. ს-ეს, გ. გ-ს, რ. დ-ას, თ. ნ-ეს, მ. ქ-ეს, ნ. ლ-ს, ნნ. ჩ-ეს, ო. ნ-ს, ო. ლ-ეს, ც. ნ-ეს, მ. ჭ-ას, უ. გ-სს, ნ. ტ-ეს, ნ. გ-ეს, შ. ხ-ს, ნ. ბ-ეს, მ. გ-ს, ნ. ხ-ს, მ. ბ-ას, თ. ფ-ეს, ე. ა-ს, კ. ს-ს, თ. ყ-ს დაეკისრათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში; მოსარჩელეებს: დ. წ-ა-ჯ-ს, ლ. ბ-ე-კ-ს, თ. ნ-ს, თ. ფ-ეს, ტ. გ-ას, დ. გ-ს, ნ. ა-ს, ნ. ნ-ეს, ე. გ-ეს, შ. დ-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ-ეს, ნ. ჩ-ეს, ნ. ტ-ს, ვ. მ-ს, თ. ა-ს, ლ. ნ-ეს, ლ. გ-ს, დ. ს-ეს, გ. გ-ს, რ. დ-ას, თ. ნ-ეს, მ. ქ-ეს, ნ. ლ-ს, ნნ. ჩ-ეს, ო. ნ-ს, ო. ლ-ეს, ც. ნ-ეს, მ. ჭ-ას, უ. გ-სს, ნ. ტ-ეს, ნ. გ-ეს დაეკისრათ 3500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეები: შ. ხ-ი, ნ. ბ-ე, მ. გ-ი, ნ. ხ-ი, მ. ბ-ა, თ. ფ-ე, ე. ა-ი, კ. ს-ი, თ. ყ-ი გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ინვალიდობის გამო. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2012 წლის 13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართეს ნ. ლ-მა, დ. წ-ამ (ჯ-ი), ნ. გ-ემ, რ. დ-ამ, მ. ჭ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორება ან გადაწყვეტილების სარ.ლუციო ნაწილის განმარტება.
განმცხადებლები თავიანთ მოთხოვნას აფუძნებენ შემდეგ არგუმენტებზე:
განმცხადებელთა განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩეელებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 5000 ლარის გადახდა, საიდანაც 1500 ლარი დაეკისრათ აღსრულების ეროვნული დეპარტამენტის სასარგებლოდ, ხოლო 3500 ლარი – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს: დ. წ-ა-ჯ-ს, ლ. ბ-ე-კ-ს, თ. ნ-ს, თ. ფ-ეს, ტ. გ-ას, დ. გ-ს, ნ. ა-ს, ნ. ნ-ეს, ე. გ-ეს, შ. დ-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ-ეს, ნ. ჩ-ეს, ნ. ტ-ს, ვ. მ-ს, თ. ა-ს, ლ. ნ-ეს, ლ. გ-ს, დ. ს-ეს, გ. გ-ს, რ. დ-ას, თ. ნ-ეს, მ. ქ-ეს, ნ. ლ-ს, ნნ. ჩ-ეს, ო. ნ-ს, ო. ლ-ეს, ც. ნ-ეს, მ. ჭ-ას, უ. გ-სს, ნ. ტ-ეს, ნ. გ-ეს, შ. ხ-ს, ნ. ბ-ეს, მ. გ-ს, ნ. ხ-ს, მ. ბ-ას, თ. ფ-ეს, ე. ა-ს, კ. ს-ს, თ. ყ-ს დაეკისრათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს: დ. წ-ა-ჯ-ს, ლ. ბ-ე-კ-ს, თ. ნ-ს, თ. ფ-ეს, ტ. გ-ას, დ. გ-ს, ნ. ა-ს, ნ. ნ-ეს, ე. გ-ეს, შ. დ-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ-ეს, ნ. ჩ-ეს, ნ. ტ-ს, ვ. მ-ს, თ. ა-ს, ლ. ნ-ეს, ლ. გ-ს, დ. ს-ეს, გ. გ-ს, რ. დ-ას, თ. ნ-ეს, მ. ქ-ეს, ნ. ლ-ს, ნნ. ჩ-ეს, ო. ნ-ს, ო. ლ-ეს, ც. ნ-ეს, მ. ჭ-ას, უ. გ-ს, ნ. ტ-ეს, ნ. გ-ეს დაეკისრათ 3500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეები: შ. ხ-ი, ნ. ბ-ე, მ. გ-ი, ნ. ხ-ი, მ. ბ-ა, თ. ფ-ე, ე. ა-ი, კ. ს-ი, თ. ყ-ი გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ინვალიდობის გამო.
განმცხადებლების განმარტებით, ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ არიან შეყვანილნი აპელანტები: ქ. ბ-ა, რომელსაც სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ეკუთვნის 958 აშშ დოლარი და ნ. მ-ე, რომელსაც სააღსრულებო ფურცლის მიხედვით ეკუთვნის 2296.52 ლარი. ამდენად, გადაწყვეტილების სარ.ლუციო და სამოტივაციო ნაწილში შეყვანილნი უნდა იქნენ აღნიშნული პირებიც: ინვალიდებში შეყვანილია მედეა ბ-ა, რომელიც რეალურად არ არის ინვალიდი; ლ. ნ-ე არის გარდაცვლილი გოგი ნ-ის მემკვიდრე. გოგი ნ-ე იყო ინვალიდი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, ლ. ნ-ე (გოგი ნ-ის უფლებამონაცვლე) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა შ. დ-ის უფლებამონაცვლე . დ-ე. შ. დ-ე იყო I ჯგუფის ინვალიდი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, . დ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქმეში წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლებით და სასამართლო გადაწყვეტილებით სს ,,ო-ს თ-ის” კრედიტორებს მისაღები აქვთ სხვადასხვა რაოდენობის თანხები. 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თუ განხორციელდება ამ გადაწყვეტილებაზე გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის აღსრულება, მაშინ ყველა ინვალიდს სააღსრულებო დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შემდეგი თანხები: შ. ხ-ს, ნ. ბ-ეს, მ. გ-ს, ნ. ხ-ს, ქ. ბ-ას, თ. ფანჯაკიძეს, ე. ა-ს, კ. ს-ს, თ. ყ-ს, . დ-ეს თითოეულს – 39.15 ლარი. ასეთივე ოდენობის თანხების გადახდა უნდა დაეკისროთ პროცესის მონაწილე სს ,,ო-ს თ-ის“ კრედიტორებს, ე.ი. თითოეულს 39.15 ლარის ოდენობით. მთლიანობაში მოვალეებს ეკისრებათ 3500 ლარი, ამ თანხის 7% და ზემოთაღნიშნული 1500 ლარი, რაც თითოეულისათვის შეადგენს 156.18 ლარს.
განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ ვინაიდან, სასამართლო გადაწყვეტილებით არ იქნა განსაზღვრული თითოეულის წილი, სს ,,ო-ს თ-ის“ კრედიტორები არიან არათანაბარ პირობებში, რადგან თ. ნ-მა, თ. ნ-ემ, ნნ. ჩ-ემ, ვ. მ-მა, ე. გ-ემ, გ. გ-მა, თ. ფ-ემ, ო. ლ-ემ, უ. გ-მა, დ. გ-მა, ტ. გ-ამ, ნ. ტ-მა, თ. ყ-მა, ნაზი ბ-ემ, ქ. და მ. ბ-ებმა, ე. ა-მა, ნ. მ-ემ და სხვა პირებმა კუთვნილი თანხები მიიღეს სს ,,ო-ს თ-იდან“, ხოლო ნ. ლ-ს, დ. წ-ას, ნ. გ-ეს, ნ. ნ-ეს, თ. ა-ს, რ. დ-ას, დღემდე არ მიუღიათ კუთვნილი თანხები. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ყადაღა დაედო განმცხადებელთა ქონებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული შეცდომის გასწორება შემდეგი სახით:
ა. გადაწყვეტილების სარ.ლუციო ნაწილში შეყვანილნი იქნენ სს ,,ო-ს თ-ის“ კრედიტორები – აპელანტები ნ. მ-ე და ქ. ბ-ა;
ბ. სარ.ლუციო ნაწილში გადაწყვეტილებიდან ამოღებულ იქნეს მ. ბ-ა, როგორც ინვალიდი და მ. ბ-ას ნაცვლად მიეთითოს ქ. ბ-ა, რომელიც არის ინვალიდი;
გ. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92–ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟისაგან გასათავისუფლებელ პირთა ჩამონათვალში მითითებულ იქნას ლ. ნ-ე, როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდი;
დ. გასწორდეს 3500 ლარის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების სარ.ლუციო ნაწილი ან განიმარტოს, თუ ვის რა ოდენობით თანხა უნდა დაეკისროს გადასახდელად, რადგან სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხების მიხედვით, შეუძლებელია ყველას თანაბრად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით შესწორდა ამავე სასამართლოს 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა შემდეგი სახით: დასახელებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მესამე პირად მიეთითა ნ. მ-ე, ამასთან, გადაწყვეტილების მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებს მოსარჩელეთა ჩამონათვალში დაემატა ქეთევან ბ-ა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ო-ს თ-ის“ კრედიტორებს გადაეცათ მოვალის, სს „ო-ს თ-ის“ კუთვნილი ორსართულიანი შენობა, ფართით 660.48 კვ.მ, რომელიც მდებარეობდა ლ-ის ქ.№28-ში და რომელიც საჯარო ვაჭრობის გზით არ გაყიდულა აუქციონზე. დადგინდა, რომ შენობის ნატურით საკუთრებაში გადაცემის შემდეგ სააღსრულებო წარმოება შეწყვეტილიყო სს ,,ო-ს თ-ის” კრედიტორების: ნ. გ-ის, ო. ნ-ის, დ. წ-ა-ჯ-ის, თ. ა-ის, შ. დ-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ-ის, ც. ნ-ის, ნ. ტ-ის, ნაზი ბ-ის, შ. ხ-ის, მ. ბ-ას, იზაბელა ნ-ის მემკვიდრის ლ. ნ-ის, ე. გ-ის, მ. ჭ-ას, ვ. მ-ის, ლანა ა-ის, მ. გ-ის, ლ. გ-ის, ლ. ბ-ის, ო. ლ-ის, თ. ნ-ის, დ. ს-ის, თ. ყ-ის, თ. ფ-ის, ლუსიკ ს-ის, უ. გ-ის, გ. გ-ის, რ. დ-ას, თ. ფ-ის, ნ. ხ-ის, ნ. ნ-ის, ნ. ა-ის, ტ. გ-ას, ნ. ტ-ის, ნნ. ჩ-ის, თ. ნ-ის, ნ. ჩ-ის, მ. ქ-ის, ქ. ბ-ას, დ. გ-ის, ნ. ლ-ის მიმართ, რომელთა სასარგებლოდაც სასამართლო გადაწყვეტილებით გადასახდელი თანხა შეადგენდა 156430 აშშ დოლარს. სს „ო-ს თ-ის“ კრედიტორები გათავისუფლდნენ სააღსრულებო მოსაკრებლის გადასახადისაგან, აუქციონზე გაუყიდავი შენობის ნატურით გადაცემასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ხ-ის, დ. წ-ა-ჯ-ის, ლ. ბ-ე-კ-ის, თ. ნ-ის, თ. ფ-ის, ტ. გ-ას, დ. გ-ის, ნ. ა-ის, ნ. ნ-ის, ე. გ-ის, შ. დ-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ-ის, ნ. ჩ-ის, ნ. ტ-ის, ვ. მ-ის, თ. ა-ის, შ. ხ-ის, ლ. ნ-ის, მ. გ-ის, ლ. გ-ის, დ. ს-ის, თ. ყ-ის, კ.ა ს-ის, გ. გ-ის, რ. დ-ას, თ. ფ-ის, თ. ნ-ის, მ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ნნ. ჩ-ის, ო. ნ-ის, მ. ბ-ას, ო. ლ-ის, ნ. ბ-ის, ე. ა-ის, ც. ნ-ის, მ. ჭ-ას, უ. გ-ის, ნ. ტ-ის, ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეებს: დ. წ-ა-ჯ-ს, ლ. ბ-ე-კ-ს, თ. ნ-ს, თ. ფ-ეს, ტ. გ-ას, დ. გ-ს, ნ. ა-ს, ნ. ნ-ეს, ე. გ-ეს, შ. დ-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ-ეს, ნ. ჩ-ეს, ნ. ტ-ს, ვ. მ-ს, თ. ა-ს, ლ. ნ-ეს, ლ. გ-ს, დ. ს-ეს, გ. გ-ს, რ. დ-ას, თ. ნ-ეს, მ. ქ-ეს, ნ. ლ-ს, ნნ. ჩ-ეს, ო. ნ-ს, ო. ლ-ეს, ც. ნ-ეს, მ. ჭ-ას, უ. გ-სს, ნ. ტ-ეს, ნ. გ-ეს, შ. ხ-ს, ნ. ბ-ეს, მ. გ-ს, ნ. ხ-ს, მ. ბ-ას, თ. ფ-ეს, ე. ა-ს, კ. ს-ს, თ. ყ-ს დაეკისრათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში; მოსარჩელეებს: დ. წ-ა-ჯ-ს, ლ. ბ-ე-კ-ს, თ. ნ-ს, თ. ფ-ეს, ტ. გ-ას, დ. გ-ს, ნ. ა-ს, ნ. ნ-ეს, ე. გ-ეს, შ. დ-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ-ეს, ნ. ჩ-ეს, ნ. ტ-ს, ვ. მ-ს, თ. ა-ს, ლ. ნ-ეს, ლ. გ-ს, დ. ს-ეს, გ. გ-ს, რ. დ-ას, თ. ნ-ეს, მ. ქ-ეს, ნ. ლ-ს, ნნ. ჩ-ეს, ო. ნ-ს, ო. ლ-ეს, ც. ნ-ეს, მ. ჭ-ას, უ. გ-სს, ნ. ტ-ეს, ნ. გ-ეს დაეკისრათ 3500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეები: შ. ხ-ი, ნ. ბ-ე, მ. გ-ი, ნ. ხ-ი, მ. ბ-ა, თ. ფ-ე, ე. ა-ი, კ. ს-ი, თ. ყ-ი გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ინვალიდობის გამო. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბ-ას სს ,,ო-ს თ-ის” სხვა კრედიტორებთან ერთად წარდგენილი ჰქონდა სარჩელი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. ბ-ას სარჩელიც. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მხარეს წარმოადგენდა ქ. ბ-ა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების სარ.ლუციო ნაწილში გამორჩენილ იქნა ქ. ბ-ა, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენდა ტექნიკურ უსწორობას და უნდა გასწორებულიყო. შესაბამისად, გადაწყვეტილების სარ.ლუციო ნაწილის მე–3, მე–4 და მე–5 პუნქტებში მოსარჩელეთა ჩამონათვალს უნდა დამატებოდა ქ. ბ-ა.
რაც შეეხებოდა ნ. მ-ეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით იგი საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე (სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლი). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მესამე პირად მითითებული უნდა ყოფილიყო ნ. მ-ე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალების თანახმად, მ. ბ-ა წარმოადგენდა ინვალიდს. რაც შეეხებოდა ქ. ბ-ას, ინვალიდობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, განმცხადებელთა მოთხოვნა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გასათავისუფლებელ პირთა სიიდან ამოღებულიყო მ. ბ-ა და მის ნაცვლად მითითებულიყო ქ. ბ-ა, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა იზაბელა ნ-ის ინვალიდობა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონდებლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ ათავისუფლებს იმ მოსარჩელეებს, რომლებიც წარმოადგენენ ინვალიდის უფლებამონაცვლეებს.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ განმცხადებელთა მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში მითითებული თანხების პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის განაწილების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რამდენადაც საქმეზე დგინდებოდა, რომ სს ,,ო-ს თ-ის” კრედიტორების მიერ აღძრულ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა სს „ო-ს თ-ის“ კუთვნილი, ლ-ის ქ.№28-ში მდებარე ორსართულიანი შენობის (ფართით 660.48 კვ.მ) საკუთრებაში გადაცემა.
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს სს „ო-ს თ-ის“ კრედიტორებმა: დ. წ-ა-ჯ-მა, ო. ლ-ემ, ნ. ლ-მა, ლ. ბ-ე-კ-მა, რ. დ-ამ, ნ. ტ-ემ, ნ. გ-ემ, . დ-ემ, ნ. ნ-ემ, თ. ა-მა, ნ. ჩ-ემ, მ. ქ-ემ, მ. ჭ-ამ, ნ. ხ-მა, კ. ს-მა, ნ. ხ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა მათი განცხადება ამავე სასამათლოს 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, კერძოდ, სასამართლომ არ განმარტა, დაკისრებული თანხიდან, თუ რომელ აპელანტს რა ოდენობის თანხის გადახდა აკისრია. ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით განმცხადებელთა თხოვნა უსწორობის გასწორების შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საჩივრის ავტორები დავის ამგვარად გადაწყვეტას არ ეთანხმებიან. ისინი განმარტავენ, რომ მათ, როგორც სს „ო-ს თ-ის“ კრედიტორებს, სარჩელი და სააპელაციო საჩივარი შეტანილი ჰქონდათ მათ მიმართ ინდივიდუალურად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების რეალურად აღსრულების უზრუნველსაყოფად. სასამართლო გადაწყვეტილებით თოთოეულ კრედიტორს სხვადასხვა თანხა ჰქონდა მისაღები, ზოგიერთი მათგანის მიმართ დიდი იყო ამ თანხის ოდენობა, ხოლო ზოგიერთის მიმართ მცირე. ამიტომ, საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა უნდა განაწილდეს სააღსრულებო ფურცლებით მიკუთვნებული თანხის პროპორციულად.
კერძო საჩივრის თანახმად, განმცხადებლებმა სააპელაციო სასამართლოს მოსთხოვეს გადაწყვეტილების განმარტება იმგვარად, რომ სასამართლოს დაედგინა თითოეულის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
კერძო საჩივრის ავტორები მოითხოვენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის განცხადების განსახილველად გადაცემას იმ მიზნით, რომ განმარტებულ იქნეს: სს „ო-ს თ-ის“ კრედიტორებისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა, თუ რამდენს შეადგენს თითოეული აპელანტისათვის; უნდა იქნეს თუ არა ეს თანხა გამოანგარიშებული თითოეული აპელანტის მიმართ ინდივიდუალურად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით მისაღები თანხიდან. აქვე, საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ საუბარია იმ თანხაზე, რომლის აღსრულების მიზნითაც მათ სარჩელი ჰქონდათ შეტანილი და მოითხოვდნენ აუქციონზე გაუსხვისებელი შენობის ნატურით გადაცემას. აღნიშნულ დავაში სასამართლომ საჩივრის ავტორები არ ჩათვალა სოლიდარულ კრედიტორებად და ამ მოტივით არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი, თითოეულის მოთხოვნა განიხილა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
ნ. ხ-ის, დ. წ-ა-ჯ-ის, ლ. ბ-ე-კ-ის, თ. ნ-ის, თ. ფ-ის, ტ. გ-ას, დ. გ-ის, ნ. ა-ის, ნ. ნ-ის, ე. გ-ის, შ. დ-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ-ის, ნ. ჩ-ის, ნ. ტ-ის, ვ. მ-ის, თ. ა-ის, შ. ხ-ის, ლ. ნ-ის, მ. გ-ის, ლ. გ-ის, დ. ს-ის, თ. ყ-ის, კ.ა ს-ის, გ. გ-ის, რ. დ-ას, თ. ფ-ის, თ. ნ-ის, მ. ქ-ის, ნ. ლ-ის, ნნ. ჩ-ის, ო. ნ-ის, მ. ბ-ას, ო. ლ-ის, ნ. ბ-ის, ე. ა-ის, ც. ნ-ის, მ. ჭ-ას, უ. გ-ის, ნ. ტ-ის, ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
მოსარჩელეებს: დ. წ-ა-ჯ-ს, ლ. ბ-ე-კ-ს, თ. ნ-ს, თ. ფ-ეს, ტ. გ-ას, დ. გ-ს, ნ. ა-ს, ნ. ნ-ეს, ე. გ-ეს, შ. დ-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ-ეს, ნ. ჩ-ეს, ნ. ტ-ს, ვ. მ-ს, თ. ა-ს, ლ. ნ-ეს, ლ. გ-ს, დ. ს-ეს, გ. გ-ს, რ. დ-ას, თ. ნ-ეს, მ. ქ-ეს, ნ. ლ-ს, ნნ. ჩ-ეს, ო. ნ-ს, ო. ლ-ეს, ც. ნ-ეს, მ. ჭ-ას, უ. გ-სს, ნ. ტ-ეს, ნ. გ-ეს, შ. ხ-ს, ნ. ბ-ეს, მ. გ-ს, ნ. ხ-ს, მ. ბ-ას, თ. ფ-ეს, ე. ა-ს, კ. ს-ს, თ. ყ-ს დაეკისრათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში;
მოსარჩელეებს: დ. წ-ა-ჯ-ს, ლ. ბ-ე-კ-ს, თ. ნ-ს, თ. ფ-ეს, ტ. გ-ას, დ. გ-ს, ნ. ა-ს, ნ. ნ-ეს, ე. გ-ეს, შ. დ-ის უფლებამონაცვლე ჟ. დ-ეს, ნ. ჩ-ეს, ნ. ტ-ს, ვ. მ-ს, თ. ა-ს, ლ. ნ-ეს, ლ. გ-ს, დ. ს-ეს, გ. გ-ს, რ. დ-ას, თ. ნ-ეს, მ. ქ-ეს, ნ. ლ-ს, ნნ. ჩ-ეს, ო. ნ-ს, ო. ლ-ეს, ც. ნ-ეს, მ. ჭ-ას, უ. გ-სს, ნ. ტ-ეს, ნ. გ-ეს დაეკისრათ 3500 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეები: შ. ხ-ი, ნ. ბ-ე, მ. გ-ი, ნ. ხ-ი, მ. ბ-ა, თ. ფ-ე, ე. ა-ი, კ. ს-ი, თ. ყ-ი გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ინვალიდობის გამო. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული განჩინებით მათ არასწორად ეთქვათ უარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების განმარტებაზე. კერძოდ, საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ზემოხსენებეული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს იმგვარად უნდა განემარტა, რომ დაედგინა: რამდენს შეადგენს სს „ო-ს თ-ის“ კრედიტორებისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა თითოეული აპელანტისათვის; უნდა იქნეს თუ არა ეს თანხა გამოანგარიშებული თითოეული აპელანტის მიმართ ინდივიდუალურად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებით მისაღები თანხიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან სასამართლო აღმასრულების განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარ.ლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარ.ლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. აღნიშნული საპროცესო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის საჭიროება დგება და, შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს საპროცესო ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარ.ლუციო ნაწილი ბუნდოვანია, არაა გასაგებად ჩამოყალიბებული, ან შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების მიზანია ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტებამ არ უნდა გამოიწვიოს გადაწყვეტილების სარ.ლუციო ნაწილის შეცვლა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი. მითითებული გადაწყვეტილების სარ.ლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია ნათლად და გარკვევით, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების განმარტების მიზანია ამ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აპელანტებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრათ სოლიდარულად. კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე მითითებას ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების თაობაზე და, ამ თვალსაზრისით, გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობაზე. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების განმარტების გარეშე, მოსარჩელეები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს გადაწყვეტილების განმარტების კანონიერ საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ო-ს თ-ის“ კრედიტორების: დ. წ-ა-ჯ-ის, ო. ლ-ის, ნ. ლ-ის, ლ. ბ-ე-კ-ის, რ. დ-ას, ნ. ტ-ის, ნ. გ-ის, . დ-ის, ნ. ნ-ის, თ. ა-ის, ნ. ჩ-ის, მ. ქ-ის, მ. ჭ-ას, ნ. ხ-ის, კ. ს-ისა და ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.