Facebook Twitter
quTaisis saqalaqo sasamarTlos samoqalaqo samqeTa kolegiis 2010 wlis 16 ivnisis gadawyvetilebiT darejan biwaZis sarCeli ar dakmayofilda usafuZvlobis gamo

№ას-723-679-2012 23 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ. ნ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, ბინაში შესახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შ. ნ-ს არასრულწლოვანი შვილების – რ. ნ-ის (დაბადებული 1995 წლის 14 დეკემბერს) და თ. ნ-ის (დაბადებული2002 წლის 16 ოქტომბერს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულისათვის 90-90 ლარის, სულ 180 ლარის ოდენობით, რომლის გადახევინება დაიწყო სარჩელის აღძვრიდან – 2011 წლის 10 აგვისტოდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე. თ. კ-ის სარჩელი ქ.რუსთავში, ..., 34-ე კორპუსში მდებარე 43-ე ბინაში შესახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდა მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: მამუკა ნ-ი, რომელსაც აქვს ოთხოთახიანი ბინა ქ.რუსთავში XVI მ/რ, I კორპ. ბინა 20, ვალდებულებას იღებს თავის ბინაში შეასახლოს ძმის შ. ნ-ის ორი შვილი, მდგომარეობის შეცვლამდე ერთ ოთახში, უზრუნველყოს ისინი - რ.ი და თ. ნ-ები კვებით და საჭირო ინვენტარით, ოღონდ დედის თ. კ-ის გარეშე, რომელსაც არ ექნება უფლება ამ ბინაში შესვლის, სადაც იცხოვრებენ რ.ი და თ.. მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდა წარმოება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივით გაასაჩივრა თ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. კ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები კანონითაა დადგენილი. ერთ-ერთი ასეთი წინაპირობა განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო საჩივარზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

მითითებული მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა მხარის უფლებაა. ამ უფლების რეალიზაციას უკავშირდება გარკვეული იურიდიული შედეგი, კერძოდ, მხარე, რომელმაც უარი განაცხადა გასაჩივრებაზე, კარგავს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. გასაჩივრებაზე უარის თქმა დასაშვებია როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის, ისე მოტივირებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილს სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (ტომი 2, ს.ფ.32-36). დადგენილია ასევე, რომ მხარეებმა წერილობით მოითხოვეს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბება დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან განჩინებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურეს თავიანთი ხელმოწერებით (ტომი 2, ს.ფ. 39). ვინაიდან თ. კ-მა უარი განაცხადა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გასაჩივრებაზე, ამიტომ მან დაკარგა უფლება გაასაჩივროს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით. ამდენად, თ. კ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს მის მიერ გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან არ არსებობს თ. კ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობა, იგი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. კ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.