Facebook Twitter

№ა-1625-შ-33-2012 18 მაისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ე. წ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონის სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განაჩენის (საქმე № 1-791/11, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, რომელიც შეეხება დანაშაულით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ე. წ-ასათვის ვ. ლ-ას სასარგებლოდ 6150 გრივნის დაკისრებას) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონის სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ე. ფ-ის ძე წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნული განაჩენით სამოქალაქო სარჩელის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ ე. წ-ას ვ. პ-ეს ასული ლ-ას სასარგებლოდ დაეკისროს 6150 გრივნის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. ლ-ამ. შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე განაჩენის იმ ნაწილში ცნობას და აღსასრულებლად მიქცევას, რომლითაც ე. წ-ას მის სასარგებლოდ დაეკისრა 6150 გრივნის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ვ. ლ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ვ. ლ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონის სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ე. ფ-ის ძე წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის სახით შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავდროულად, სასამართლომ აღნიშნული განაჩენით სამოქალაქო სარჩელის განხილვის შედეგად დაადგინა, რომ ე. წ-ას ვ. პ-ეს ასული ლ-ას სასარგებლოდ დაეკისროს 6150 გრივნის გადახდა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონის სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც ე. წ-ას ვ. პ-ეს ასული ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 6150 გრივნის გადახდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ლ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.ოდესის მალინოვსკის რაიონის სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც ე. წ-ას ვ. პ-ეს ასული ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 6150 გრივნის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.