№ა-3110-შ-47-2011 1 მაისი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ა. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. გ-ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენი
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენით ვ. გ-ო დამნაშავედ იქნა ცნობილი სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 2-ე ნაწილი 2-ე, 3-ე პუნქტებით და 34-177-ე მუხლის 2-ე ნაწილის 3-ე 4-ე პუნქტებით და ვლ. გ-ოს ა. ბღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზარალის - 175. 00 სომხეთის რესპუბლიკის დრამის ანაზღაურება
ა. ბ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენის ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით იმ ფაქტის დადასტურება, რომ ა. ბ-ი და ა. ბღ-ი ერთი და იგივე პიროვნება იყო და ასევე დაევალა დამოწმებული ცნობის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ერევანის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენი არ აღსრულებულა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ა. ბ-ის შუამდგომლობა ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ბ-მა და მოითხოვა ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენის ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით იმ ფაქტის დადასტურება, რომ ა. ბ-ი და ა. ბღ-ი ერთი და იგივე პიროვნება იყო და ასევე დაევალა დამოწმებული ცნობის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ერევანის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენი არ აღსრულებულა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ა. ბ-ს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და საფოსტო შეტყობინების თანახმად, გზავნილი ადრესატს ჩაბარდა 2012 წლის 18 იანვარს.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ა. ბ-ს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და რაც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, შეტყობინება ჩააბაროს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და აღნიშნულთაგან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საკმარის საფუძველს წარმოადგენს ამა თუ იმ საპროცესო ვადის დენის დასაწყებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 19 იანვარს და ამოიწურა 2012 წლის 30 იანვარს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ბ-ის შუამდგომლობა ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ბ-ის შუამდგომლობა ერევნის არაბკირ და ქანაქერ-ზეითუნ საადმინისტრაციო მუნიციპალიტეტის საერთო იურიდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.