Facebook Twitter

№ა-4275-შ-69-2011 14 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ღია სააქციო საზოგადოება ბ-ის უ-ი სასაქონლო ბირჟა

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „კ-ი–1“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ბ-ის რესპუბლიკის ქ.მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ-ის რესპუბლიკის ქ.მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „კ-ი-1-ს“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის უ-ი სასაქონლო ბირჟის“ სასარგებლოდ დაეკისრა 602,34 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე მას დაეკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 30,12 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 13 ნოემბერს და ბ-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ღია სააქციო საზოგადორება „ბ-ის უ-ი სასაქონლო ბირჟამ“ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბ-ის რესპუბლიკის ქ.მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის უ-ი სასაქონლო ბირჟის“ შუამდგომლობა ბ-ის რესპუბლიკის ქ.მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბრის განჩინება და შუამდგომლობაზე დართული მასალები შპს „კ-ი-1-ს“ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, ვაზისუბანი 3მ/რ, მე-2 კვარტალი, მე-15 კორპუსი, ბინა 84) კურიერის მეშვეობით. სასამართლო მოხელის (კურიერის) მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემომითითებულ მისამართზე გამოცხადდა რამდენჯერმე, მაგრამ სახლში არავინ დახვდა. კურიერმა დატოვა შეტყობინება და მობილური ტელეფონი, მაგრამ მას არავინ დაუკავშირდა. აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობის ავტორის ზეპირი განმარტებით და სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოძიებულ შპს „კ-ი-1-ის“ იურიდიულ მისამართზეც (თბილისი, ა-იქ. №32) ვერ მოხერხდა გაზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება, ვინაიდან იგი აღარ ფუნქციონირებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინება განთავსდა Uსაქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის უ-ი სასაქონლო ბირჟის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბ-ის რესპუბლიკის ქ.მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „კ-ი-1-ს“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის უ-ი სასაქონლო ბირჟის“ სასარგებლოდ დაეკისრა 602,34 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე მას დაეკისრა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 30,12 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 13 ნოემბერს და ბ-ის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ბ-ის რესპუბლიკის ქ.მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის უ-ი სასაქონლო ბირჟის“ შუამდგომლობა ბ-ის რესპუბლიკის ქ.მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბ-ის რესპუბლიკის ქ.მინსკის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „კ-ი-1-ს“ ღია სააქციო საზოგადოება „ბ-ის უ-ი სასაქონლო ბირჟის“ სასარგებლოდ დაეკისრა 602,34 აშშ დოლარის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.