Facebook Twitter

№ა-489-შ-10-2012 1 მაისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ხ-ის წარმომადგენლის მ. ტ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ გ. მ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით მიუნხენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ 2006 წლის 7 მარტს (რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება გაუქმდა.

ზ. ხ-ის წარმომადგენელმა მ. ტ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით ზ. ხ-ის წარმომადგენლის მ. ტ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ზ. ხ-ის წარმომადგენლის მ. ტ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მიუნხენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ 2006 წლის 7 მარტს (რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება .

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ხ-ის წარმომადგენლის მ. ტ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:

ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის მიუნხენის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მიუნხენის მმაჩის ბიუროს მოხელის მიერ 2006 წლის 7 მარტს (რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.