Facebook Twitter

№ა-769-შ-20-2012 7 მაისი, 2012 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლო

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. რ. ასული ხ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენი

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ნ. რ. ასულ ხ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოსთვის მიყენებული დანაშაულისათვის 615 500 დრამის გადახდა.

სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს მოსამართლე ვ. ო-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინებით სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს მოსამართლე ვ. ო-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს მოსამართლე ვ. ო-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენით ნ. რ. ასულ ხ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოსთვის მიყენებული დანაშაულისათვის 615 500 დრამის გადახდა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 11 იანვარს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული განაჩენი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს მოსამართლე ვ. ო-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის ლორის მაზრის საერთო იურიდიქციის სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენი, რომლითაც ნ. რ. ასულ ხ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფოსთვის მიყენებული დანაშაულისათვის 615 500 დრამის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.