Facebook Twitter

№ას-192-185-2012 8 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი –მ. წ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ს-ა, ა. კ-ი, თ. გ-ი, ნ. ზ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იპოთეკის ნაწილში, თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მ. წ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა, კორპუსი 4, ბინა №..-ში მდებარე უძრავი ქონებაზე 2009 წლის 30 სექტემბერს მ. წ-სა და ა. კ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება რეესტრის №..., დამოწმებული ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა მ. წ-ის სახელზე. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა, კორპუსი 4, ბინა №..-ში მდებარე უძრავი ქონებაზე 2009 წლის 2 ოქტომბერს მ. წ-სა და ე. ს-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება რეესტრის №..., დამოწმებული ნოტარიუს თ. ბ-ის მიერ და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა მ. წ-ის სახელზე. მ. წ-ს უარი ეთქვა ე. ს-სა და თ. გ-ს, ნ. ზ-ს შორის გაფორმებული 2009 წლის 5 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე, იპოთეკის ნაწილში უსაფუძვლობის გამო. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით (№2/2585-2011) გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაბამისად, გაუქმდა თ. გ-სა და ნ. ზ-ის მიმართ დაწესებული აკრძალვა 2009 წლის ხუთი ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების (რეესტრში რეგისტრაციის №..., ნოტარიუს _ თ. გ-ი) საფუძველზე რეგისტრირებული იპოთეკისა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნის სხვა პირებისათვის გადაცემის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ისა და თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ე. ს-ს ნ. ზ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 10000 აშშ დოლარი; მოპასუხე ე. ს-ს თ. გ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 15000 აშშ დოლარი. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ე. ს-ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება: მდებარე ქ. თბილისი, ს-ის ქუჩა, კორპუსი №4, ბინა № (საკადასტრო კოდი №...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ივნისისა და ამავე სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. წ-მ და მოითხოვა 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და 2009 წლის 5 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბაილად ცნობა იპოთეკის ნაწილში და 2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მ. წ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეთა გაერთიანების შედეგად განიხილა გასაჩივრებული გადაწყვეტილებების კანონიერება-დასაბუთებულობა 2009 წლის 05 ოქტომბერს ერთის მხრივ თ. გ-ს, ნ. ზ-ს და მეორეს მხრივ, ე. ს-ს შორის დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების იპოთეკის ნაწილში ბათილად ცნობაზე უარის თქმისა და იპოთეკით დატვირთული ნივთის სარეალიზაციოდ მიქცევის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2009 წლის 12 სექტემბრით დათარიღებული რუსეთის ფედერაციის სტავროპოლის მხარის ქ. ჟელეზნოვოდსკის ნოტარიუსის გ. ჰ-ის მიერ დამოწმებული ყალბი მინდობილობების საფუძველზე, რომლითაც თითქოს მ. წ-ე ქ. გ-ს ანიჭებდა უფლებამოსილებას განეკარგა მის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა, კორპუსი №4-შიU მდებარე №.. და ბინა №... საცხოვრებელი ბინები, 2009 წლის 02 ოქტომბერს მ. წ-ის წარმომადგენელს ქ. გ-სა და ე. ს-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რეესტრის №..., რომლის თანახმადაც ნასყიდობის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა, კორპუსი №4, ბინა №...

ქ. თბილისში, ს-ის ქუჩა, კორპუსი №4, ბინა №... ფართი: 44.00 კვ.მ უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღირიცხა ე. ს-ს სახელზე.

2009 წლის 5 ოქტომბერს ერთის მხრივ თ. გ-სა და ნ. ზ-ს (,,გამსესხებელი’’) და მეორეს მხრივ ე. ს-ს (,,მსესხებელი’’) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თ. გ-მა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო ნ. ზ-მა 10 000 აშშ დოლარი ასესხა ე. ს-ს სამი თვის ვადით, თვეში 5% დარიცხვით. ამასთან, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ს-ის ქუჩა, კორპუსი №4, ბინა №.. . აღნიშნული ბინა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ე. ს-ს სახელზე. თ. გ-მა ეკა ს-ს სესხის სახით გადასცა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო ნ. ზ-მა 10 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე. ს-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ს-ის ქუჩა მე-4 კორპუსი, ბინა ...

ე. ს-ს ნ. ზ-ის და თ. გ-სთვის სესხის სახით აღებული თანხა არ დაუბრუნებია. 2011 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ე. ს-ს ნ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 აშშ დოლარი, ხოლო თ. გ-ის სასარგებლოდ - 15000 აშშ დოლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მ. წ-სა და ე. ს-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე თბილისი, ს-ის ქუჩა კორპუსი №4, ბინა №.., იმ საფუძვლით, რომ დადგინდა ბინის გამსხვისებლის დანაშაულებრივი ქმედება და ნასყიდობის თაობაზე უძრავი ნივთის მესაკუთრის ნების არარსებობა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასება მასზე, რომ ნ. ზ-ი და თ. გ-ი კეთილსინდისიერი მხარეები არიან და მათი უფლება უნდა დაცულიყო სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის შესაბამისად.

პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა ვერ დაადასტურეა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ ნ. ზ-მა და თ. გ-მა იცოდნენ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არანამდვილი უფლების შესახებ, კერძოდ ფაქტი, რომ ე. ს-ა არ წარმოადგენდა ბინის მესაკუთრეს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები, ვერ გახდებოდა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასტური, ვინაიდან მათი განმარტებებით არ დგინდებოდა მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ რეესტრის ჩანაწერის უსწორობის ცოდნის, ან მასში ეჭვის შეტანის საფუძვლის არსებობის ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. წ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამაართლებრივი საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. წ-მ, მოიტხოვამისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ ე. ს-სა და თ. გ-ს, ნ. ზ-ს შორის გაფორმებული 2009 წლის 5 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრუელბის გაქუემბა იპოთეკის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ საქმეში არასებულ მტკიცებულებებთან ერთად კომპლექსურად არ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რის გამოც საქმეზე გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის განხილვისას, სასამართლო სხდომის დანიშვნამდე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:

1. მ. წ-ე კისრულობს ვალდებულებას, რომ თ. გ-სა და ნ. ზ-ს გადაუხადოს სულ 23500 აშშ დოლარი შემდეგი პერიოდულობით:

1.1 არაუგვიანეს 2012 წლის 10 ივნისისა – 5500 (ხუთი ათას ხუთასი) აშშ დოლარი;

1.2 არაუგვიანეს 2012 წლის 30 ივნისისა – 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარი;

1.3 არაუგვიანეს 2012 წლის 31 ივლისისა – 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი;

1.4 არაუგვიანეს 2012 წლის 31 აგვისტოსი – 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი;

1.5 არაუგვიანეს 2012 წლის 30 სექტემბრისა - 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი;

1.6 არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა – 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი;

1.7 არაუგვიანეს 2012 წლის 30 ნოემბრისა – 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი.

2. შეთანხმებული თანხის გადახდა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შემდეგი წესების დაცვით:

2.1 შეთანხმების 1.1. პუნქტში მითითებული თანხა მთლიანად უნდა ჩაირიცხოს ნ. ზ-ის კუთვნილ შემდეგ საბანკო ანგარიოშზე (შემდგომ მოხსენიებული, როგორც „ნ. ზ-ის საბანკო ანგარიში“): ანგარიშის ნომერი ..., ვალუტა USD, ბანკის კოდი: ..., ბანკის დასახელება : სს „...“.

2.2 შეთანხმების 1.2. პუნქტში მითითებული თანხიდან ნაწილი - 1700 აშშ დოლარი გადახდილ უნდა იქნას ნ. ზ-ის საბანკო ანგარიშზე, ხოლო 6300 აშშ დოლარი, ასევე ყველა დანარჩენი თანხა გადახდილ უნდა იქნას თ. გ-ის სასარგებლოდ ს. ყ-ის შემდეგ საბანკო ანგარიშზე ( შემდგომ მოხსენებული, როგორც „თ. გ-ის საბანკო ანგარიში“): ანგარიშის ნომერი ..., ვალუტა USD, ბანკის კოდი: ..., ბანკის დასახელება : სს „...“.

3. ამ შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებული ვადების დაცვით 23500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ქ. თბილისში, ს-ის ქუჩის მე-4 კორპუსში მდებარე №.. ბინა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) გათავისუფლდეს ნ. ზ-ისა და თ. გ-ის საარგებლოდ 2009 წლის 8 ოქტო,ბერს დადგენილი იპოთეკისაგან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: ...).

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით (2/2585-2011) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაბამისად, გაუქმდეს ნ. ზ-ისა და თ. გ-ის მიმართ დაწესებული აკრძალვა.

5. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ამ შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებული რომელიმე ვადის გადაცილებას, თ. გ-ის და ნ. ზ-ი (ან ერთ-ერთი მათგანი) უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ქ. თბილისში, ს-ის ქუჩის მე-4 კორპუსში მდებარე №... ბინის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) რეალიზაცია აუქციონზე თავიანთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთან ასეთი დარღვევის შემთხვევაში, ნ. ზ-ისა და თ. გ-ის მოთხოვნა განისაზღვრება 25 750 (ოცდახუთი ათას შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით, რასაც დაემატება 2012 წლის 25 მაისიდან აღსრულებამდე გადაუხდელ ძირითად დავალიანებაზე დარიცხული 0,1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

6. მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ მათ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ არავითარი ქონებრივი და არაქონებრივი მოთხოვნა ან/და პრეტენზია, გარდა ამ შეთანხმებით უშუალოდ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უფლებისა. მხარეები უარს აცხადებენ ყველა ასეთ მოთხოვნასა და პრეტენზიაზე ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი.

7. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ ერთმანეთის მოთხოვნით დაადასტურონ შესაბამისი პრეტენზიებისა და მოთხოვნების არარსებობის, ასევე ვალსდებულების შესრულების ფაქტები ასეთი საჭიროების შემთხვევაში.

8. აღნიშნული შეთანხმება დადებულია 2012 წლის 01 ივნისს და ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და მის საფუძველზე სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

მხარეებმა მოითხოვეს მორიგების აქტის დამტკიცება და საქმეზე წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, რის გამოც წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

1. მ. წ-ე კისრულობს ვალდებულებას, რომ თ. გ-სა და ნ. ზ-ს გადაუხადოს სულ 23500 აშშ დოლარი შემდეგი პერიოდულობით:

1.2 არაუგვიანეს 2012 წლის 10 ივნისისა – 5500 (ხუთი ათას ხუთასი) აშშ დოლარი;

1.3 არაუგვიანეს 2012 წლის 30 ივნისისა – 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარი;

1.4 არაუგვიანეს 2012 წლის 31 ივლისისა – 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი;

1.5 არაუგვიანეს 2012 წლის 31 აგვისტოსი – 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი;

1.6 არაუგვიანეს 2012 წლის 30 სექტემბრისა - 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი;

1.7 არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა – 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი;

1.8 არაუგვიანეს 2012 წლის 30 ნოემბრისა – 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი.

2. შეთანხმებული თანხის გადახდა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შემდეგი წესების დაცვით:

2.1 შეთანხმების 1.1. პუნქტში მითითებული თანხა მთლიანად უნდა ჩაირიცხოს ნ. ზ-ის კუთვნილ შემდეგ საბანკო ანგარიოშზე (შემდგომ მოხსენიებული, როგორც „ნ. ზ-ის საბანკო ანგარიში“): ანგარიშის ნომერი ..., ვალუტა USD, ბანკის კოდი: ..., ბანკის დასახელება : სს „...“.

2.2 შეთანხმების 1.2. პუნქტში მითითებული თანხიდან ნაწილი - 1700 აშშ დოლარი გადახდილ უნდა იქნას ნ. ზ-ის საბანკო ანგარიშზე, ხოლო 6300 აშშ დოლარი, ასევე ყველა დანარჩენი თანხა გადახდილ უნდა იქნას თ. გ-ის სასარგებლოდ ს. ყ-ის შემდეგ საბანკო ანგარიშზე ( შემდგომ მოხსენებული, როგორც „თ. გ-ის საბანკო ანგარიში“): ანგარიშის ნომერი ..., ვალუტა USD, ბანკის კოდი: ..., ბანკის დასახელება : სს „...“.

3. ამ შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებული ვადების დაცვით 23500 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ქ. თბილისში, ს-ის ქუჩის მე-4 კორპუსში მდებარე №... ბინა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) გათავისუფლდეს ნ. ზ-ისა და თ. გ-ის საარგებლოდ 2009 წლის 8 ოქტომბერს დადგენილი იპოთეკისაგან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: ...).

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 13 მაისის განჩინებით (2/2585-2011) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაბამისად, გაუქმდეს ნ. ზ-ისა და თ. გ-ის მიმართ დაწესებული აკრძალვა.

5. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ამ შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებული რომელიმე ვადის გადაცილებას, თ. გ-ის და ნ. ზ-ი (ან ერთ-ერთი მათგანი) უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ქ. თბილისში, ს-ის ქუჩის მე-4 კორპუსში მდებარე №... ბინის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) რეალიზაცია აუქციონზე თავიანთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამასთან ასეთი დარღვევის შემთხვევაში, ნ. ზ-ისა და თ. გ-ის მოთხოვნა განისაზღვრება 25 750 (ოცდახუთი ათას შვიდას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით, რასაც დაემატება 2012 წლის 25 მაისიდან აღსრულებამდე გადაუხდელ ძირიტად დავალიანებაზე დარიცხული 0,1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

6. მხარეები აცხადებენ და ადასტურებენ, რომ მათ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ არავითარი ქონებრივი და არაქონებრივი მოთხოვნა ან/და პრეტენზია, გარდა ამ შეთანხმებით უშუალოდ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნის უფლებისა. მხარეები უარს აცხადებენ ყველა ასეთ მოთხოვნასა და პრეტენზიაზე ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი.

7. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ ერთმანეთის მოთხოვნით დაადასტურონ შესაბამისი პრეტენზიებისა და მოთხოვნების არარსებობის, ასევე ვალსდებულების შესრულების ფაქტები ასეთი საჭიროების შემთხვევაში.

8. აღნიშნული შეთანხმება დადებულია 2012 წლის 01 ივნისს და ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და მის საფუძველზე სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

2. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.