№ას-805-758-2012 4 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ.პ.ს. „... ... ... ... ... ... ... ... ... ...“
წამომადგენელი – ლ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შ.პ.ს. „... ... ... ... ... ... ... ... ... ...-ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების სახით 10305 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. კ-ის სარჩელი; შ.პ.ს. „... ... ... ... ... ... ... ... ... ...-ს“ ლ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთი თვის შრომის ანაზღაურების - 5000 ლოარის გადახდა; შ.პ.ს. „... ... ... ... ... ... ... ... ... ...-ს“ ლ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დაყოვნებული თანხის 0,07 %-ის - 105 ლარის გადახდა; შ.პ.ს. „... ... ... ... ... ... ... ... ... ...-ს“ ლ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის თანხა 153,15 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „... ... ... ... ... ... ... ... ... ...-ის“ წარმომადგენელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინებით შ.პ.ს. „... ... ... ... ... ... ... ... ... ...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შ.პ.ს. „... ... ... ... ... ... ... ... ... ...-ის“ წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ.პ.ს. „... ... ... ... ... ... ... ... ... ...-ს“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის სხდომის ოქმი, რომელზეც გამოცხადებული იქნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ შ.პ.ს. „... ... ... ... ... ... ... ... ... ...-ის“ წარმომადგენლები - რ. შ-ე და ა. ხ-ე. საქმეში წარმოდგენილი განცხადების თანახმად, რ. შ-მ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გადაცემა მოითხოვა 2012 წლის 3 მაისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული 30 დღიანი ვადის დარღვევით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ვადის დენა დაიწყო არა 2012 წლის 4 მაისს, არამედ 2012 წლის 3 მაისს (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის შემდეგ) და ამოიწურა 2012 წლის 23 მაისს.
განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა 2012 წლის 24 მაისს, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „... ... ... ... ... ... ... ... ... ...-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „... ... ... ... ... ... ... ... ... ...-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 24 მაისს №357 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 210,32 ლარი;
3. სახელმწიფო ბაჟი დაბრუნდეს ს.ს. ბანკი “რესპუბლიკას“-ს მეშვეობით შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.