Facebook Twitter

№ას-835-783-2012 19 ივნისი, 2012 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „თ-ი“

წარმომადგენელი - ა. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. ს. ე.“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 აპრილის განჩინება, 2012 წლის 3 აპრილის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 14 აპრილს შპს „ს. ს. ე-მ“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა სს „თ-ის“ წინააღმდეგ მომსახურების საფასურის სახით 5 205 124 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ს. ე-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და სს „თ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ 5 250 124 ლარის გადახდა დაეკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სს „თ-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით სს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 07.10.2003წ. სს ,,... თ-ს“ და შპს ,,ს. ს. ე.“-ს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის თანახმად, სს ,,... თ-მა“ აიღო ვალდებულება დაეფინანსებინა სომხეთიდან ,,თ.“-ს გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის იმპორტის მომსახურეობისათვის საჭირო შპს ,,ს. ს. ე.“-ს კუთვნილი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ქვესადგურები, რის შედეგადაც თ. გაწეული ხარჯების სანაცვლოდ 2 წლის განმავლობაში არ გადაიხდიდა ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურების საფასურს იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა ,,ა-ის“ 220 კვტ-იანი გადამცემი ხაზით სომხეთიდან იმპორტირებულ და ,,თ“-ს გამანაწილებელ ქსელისათვის მიწოდებულ ელექტროენერგიის ოდენობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება ძალაში შევიდოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაბამისი დადგენილებით დაამტკიცებდა მის პირობებს (ტ.I, სფ. 17,18).

2. 16.10.2003წ. სს ,,... თ“-ს და შპს ,,ს. ს. ე.“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სს ,,... თ-ი“ განახორციელებდა კონტრაქტის დანართში მითითებულ ყველა სარემონტო სამუშაოს, რომელთა ჯამური ღირებულება იქნებოდა არანაკლები 1 105 700 ლარისა (ტ.I, ს.ფ. 19-24).ხელშეკრულების 2.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაბამისი დადგენილებით დაამტკიცებდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გარიგებებს, ვადებს და პირობებს. ხელშეკრულება დაიდო მისი ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადით (ტ.I, ს.ფ. 19).

3. ხელშეკრულების 5.1. მუხლის თანახმად, შპს ,,ს. ს. ე.“ თავისუფლდება სს ,,... თ-ს“ ელექტროენერგიის გადაცემის საფასურის გადახდისაგან იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა სომხეთიდან თბილისში ელექტროენერგიის ჩიხურად იმპორტს იმ გადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მეშვეობით, რომლებზეც ,,თ-ი“ ჩაატარებდა სამუშაოებს. ხელშეკრულების 5.2. მუხლის თანახმად, აღნიშნული პირობა ნამდვილი გახდებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ (ტ.I, ს.ფ. 21).

4. 2003 წლის 15 ოქტომბერს სემეკ-ის №40/1 გადაწყვეტილებით შეთანხმებული იქნა მხარეებს შორის 2003 წლის 07 ოქტომბერს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი (ტ.I, ს.ფ. 25,26).

5. 2003 წლის 22 ოქტომბერს სემეკი-ს №41/1 გადაწყვეტილებით შეთანხმებული იქნა მხარეებს შორის 2003 წლის 16 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ. 27).

6. აპელანტის განმარტებით, სასამართლო უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად თვლის 16.10.2003წ. ხელშეკრულების დადებას, 15.10.2003წ. სემეკის #40/1 გადაწყვეტილებით 07.10.2003წ. მემორანდუმის შეთანხმებას, 22.10.2003წ. სემეკის #41/1 გადაწყვეტილებით 16.10.2003წ. ხელშეკრულების შეთანხმებას, თუმცა ხელშეკრულებას ძალაში არ შესულად მიიჩნევს და საერთოდ არ მსჯელობს სს „თ-ის“ მხრიდან ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე 705 172 ათას ლარის ღირებულების შესრულებულ სარემონტო სამუშაოებზე.

7. სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოება და არ დაეთანხმა აპელანტის მსჯელობას, რამთუ თავად მოდავე მხარეებმა მათ შორის 16.10.2003წ. გაფორმებული ხელშეკრულებით მისი ძალაში შესვლა დაუკავშირეს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით და არა გადაწყვეტილებით დამტკიცებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა;

8. პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული გარემოება ანალოგიურად იქნა შეფასებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.2006წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც მოსარჩელე შპს „ს. ს. ე.“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალა მოპასუხე საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს სესბ-ისათვის სომხეთიდან თ-ის გამანაწილებელი ქსელისათვის იმპორტირებულ მთელ ელექტროენერგიაზე გაწეული დისპეჩერიზაციისა და გადაცემის მომსახურების საფასურის სრული ღირებულების ჩვეულებრივი წესით, საბაზრო წესების მიხედვით ანაზღაურება და შპს „ს. ს. ე-ის“ მიერ აღნიშნულზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ასანაზღაურებლად მიქცევა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან დადგენილია, რომ 16.10.2003წ. სს ,,... თ-სა“ და შპს ,,ს. ს. ე-ს“ შორის დადებული ხელშეკრულება ძალაში არ შესულა და შპს ,,ს. ს. ე-ის“ მიერ სს ,,თ-სთვის“ გაწეული ელექტროენერგიის გადაცემის მომსახურება არ გამომდინარეობდა ლიცენზიატებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან, საფუძვლიანია სარჩელი შპს ,,ს. ს. ე-ის“ მიერ სომხეთიდან ,,ა-ის“ 220 კვტ-იანი გადამცემი ხაზით სს ,,თ-სათვის“ განხორციელებული ელექტროენერგიის იმპორტის მომსახურების ღირებულების - 5250124 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „თ-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, გადმოწერა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება და არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მხარეებმა, როგორც კერძო სამართლის ორმა პირმა გააფორმეს ხელშეკრულება და გაითვალისწინეს მისგან გამომდინარე რისკებიც. მართალია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მისი ძალაში შესვლა სემიკის მხრიდან მისი შეთანხმების შემდეგ, მაგრამ ამ პირობის განხორციელება მხარეთა ნებაზე არ იყო დამოკიდებული. სს „თ-მა“ კეთილსინდისიერად შეასრულა ვალდებულება და ისჯება იმის გამო, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტი არ გამოსცა. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია დაიწყეს თუ არა მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება. ის გარემოება, რომ სს „თ-მა“ აღდგენითი სამუშაოები აწარმოა სს „ს-ს“ კუთვნილ 220 კვტ. მაღალი ძაბვის ხაზებზე, ნათლად ადასტურებს ხელშეკრულების ძალაში შესვლის ფაქტს. სააპელაციო სასამართლოს მინიმუმ 706000 ლარის ნაწილში არ უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი, რადგან, თუ ხელშეკრულება ძალაში არ იყო შესული, მოსარჩელეს მომსახურება უსაფუძვლოდ აქვს მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% - 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „თ-ის“ (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან ((სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 5/29/2012 წლის N7389 საგადახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% - 5600 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.