№ას-858-805-2012 12 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „... ... ...“
წამომადგენელი – ა. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ...“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „... ...-ის“ რეაბილიტაციის მმართველმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით სს „... ...-ის“ რეაბილიტაციის მმართველის განცხადება დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ფოთის საბაჟო სერვის-ვენტრში განთავსებულ კონტეინერებსა და მათში მოთავსებულ ნივთებს; შეჩერდა ხსენებულ კონტეინერებში მოთავსებული ნივთების საბაჟო გაფორმების პროცედურები საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე; განცხადება შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრისათვის ზემოაღნიშნული კონტეინერების და მათში არსებული ნივთების გადაცემის აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სს „... ...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს „... ... ...“-ს მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის განჩინებით შპს „ვ-ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების გაუქმების შესახებ არ დაკმყოფილდა.
აღნიშნული განჩინება შპს „ვ-ის“ წარმომადგენელმა გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით შპს „ვ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლგიის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სს „... ...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „... ... ...“-ს დაევალა მოსარჩელისათვის ფოთის საბაჟო ტერმინალში განთავსებული კონტეინერების განბაჟებისათვის საჭირო საბუთებისა და კონტეინერში მოთავსებული ნივთების გადაცემა; შპს „ვ-ს“ დაეკისრა ფოთის საბაჟო ტერმინალში განთავსებული ტვირთის დაყოვნებისათვის დარიცული მომსახურების თანხის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული ოდენობით; სს „... ...-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შპს „... ... ...-ს“ მიმართ 5000 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; შპს „... ... ...-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 150 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „... ... ...“-ს წარმომადგენელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შპს „... ... ...“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლგიის 2011 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „... ... ...“-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ.პ.ს. „... ... ...“-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქმეში წარმოდგენილია შ.პ.ს. „... ... ...“-ს წარმომადგენლის - ა. ნ-ის ხელწერილი, რომლის თანახმადაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება მან ჩაიბარა 2012 წლის 20 აპრილს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 21 აპრილს და ამოიწურა 2012 წლის 11 მაისს.
განსახილველ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს საკასაციო საჩივრით მიმართა 2012 წლის 16 მაისს, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „... ... ...“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „... ... ...“-ს დაუბრუნდეს ა. ნ-ის (პირადი №...) მიერ 2012 წლის 16 მაისს №5148228 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი;
3. სახელმწიფო ბაჟი დაბრუნდეს ს.ს. ბანკი “რესპუბლიკას“-ს მეშვეობით შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.