№ას-915-860-2012 22 ივნისი, 2012 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბ., ნ. და ი. მ-ების წარმომადგენლების ე. ნ-ის და გ. ძ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ბ., ნ. და ი. მ-ების სარჩელის გამო, მოპასუხე ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „მ. ვ-ის“ მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის უკან დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება და დაყადაღებული ქონების აუქციონის გზით რეალიზაცია.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ბ., ნ. და ი. მ-ების წარმომადგენლების ე. ნ-ის და გ. ძ-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქმის მასალებიდან ნათელია, რომ ბ., ნ. და ი. მ-ების წარმომადგენელი გ. ძ-ა ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ( ს.ფ. 87-89).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 14 მაისი, ხოლო 30-ე დღე – 24 მაისი, ამდენად კასატორებს შეეძლოთ მისულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი 2012 წლის 14 მაისიდან 2012 წლის 24 მაისამდე.
საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ბ., ნ. და ი. მ-ების წარმომადგენელი გ. ძ-ა სასამართლოში მივიდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2012 წლის 25 მაისს ( ს.ფ.116). გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 24 მაისს.
საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 24 მაისს და დამთავრდა 2012 წლის 13 ივნისს.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრები შემოტანილია 2012 წლის 15 ივნისს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორების მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 285-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ., ნ. და ი. მ-ების წარმომადგენლების ე. ნ-ის და გ. ძ-ს საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.