№ა-1475-შ-31-2012 18 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ბ-ის შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი საფრანგეთის ბლუას მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 30 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ გვარის შეცვლის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საფრანგეთის ბლუას მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ა. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ე. ი-ის და ლ. ი-ის გვარის შეცვლასთან დაკავშირებით მისი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის შენიშვნებში შეტანილ იქნა ცვლილება და გვარის გრაფაში მიეთითა გვარი ბ-ი, სხვა აღნიშვნები კი უცვლელად იქნა დატოვებული.
ა. ბ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საფრანგეთის ბლუას მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 30 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 აპრილის განჩინებით ა. ბ-ის შუამდგომლობა საფრანგეთის ბლუას მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 30 აგვისტოს განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ა. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საფრანგეთის ბლუას მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ა. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ე. ი-ის და ლ. ი-ის გვარის შეცვლასთან დაკავშირებით მისი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის შენიშვნებში შეტანილ იქნა ცვლილება და გვარის გრაფაში მიეთითა გვარი ბ-ი, სხვა აღნიშვნები კი უცვლელად იქნა დატოვებული.
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს საფრანგეთის ბლუას მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 30 აგვისტოს განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:
ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საფრანგეთის ბლუას მაღალი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 30 აგვისტოს განაჩენი, რომლითაც ა. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ე. ი-ის და ლ. ი-ის გვარის შეცვლასთან დაკავშირებით მისი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტის შენიშვნებში შეტანილ იქნა ცვლილება და გვარის გრაფაში მიეთითა გვარი ბ-ი, სხვა აღნიშვნები კი უცვლელად იქნა დატოვებული.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.