საქმე # ა-1624-შ-32-2012 7 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – ა. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. თ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენი
დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ბ. მ-ის ძე თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედრაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, სასჯელის საერთორეჟიმის კოლონიაში მოხდით. ბ. თ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, დარჩა უცვლელად, სასჯელის მოხდა ბ. თ-ს დაეწყო 2009 წლის 29 აპრილიდან.
ამავე განაჩენით ქ.მოსკოვის პერვომაისკის რაიონთაშორისო პროკურორის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ბ. თ-ს აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 11573 რუბლისა და 96 კაპიკის ოდენობით, ხოლო საფინანსო დეპარტამენტის სასარგებლოდ 59027 რუბლისა და 20 კაპიკის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 11 ნოემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხარჯების დაკისრების ნაწილში არ აღსრულებულა.
აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ა. ნ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მატერიალური ზიანის ანაზღურების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის – ა. ნ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მატერიალური ზიანის ანაზღურების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განჩინება და შუამდგომლობაზე დართული მასალები ბ. თ-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (სამტრედიის რ-ნი, სოფ. კ-ი). სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ბ. თ-ე იმყოფება საზღვარგარეთ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინება განთავსდაUსაქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის – ა. ნ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ბ. მ-ის ძე თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედრაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, სასჯელის საერთორეჟიმის კოლონიაში მოხდით. ბ. თ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, დარჩა უცვლელად, სასჯელის მოხდა ბ. თ-ს დაეწყო 2009 წლის 29 აპრილიდან.
ამავე განაჩენით ქ.მოსკოვის პერვომაისკის რაიონთაშორისო პროკურორის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ბ. თ-ს აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 11573 რუბლისა და 96 კაპიკის ოდენობით, ხოლო საფინანსო დეპარტამენტის სასარგებლოდ 59027 რუბლისა და 20 კაპიკის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 11 ნოემბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხარჯების დაკისრების ნაწილში არ აღსრულებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის – ა. ნ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის პერვომაისკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 სექტემბრის განაჩენი, რომლითაც ქ.მოსკოვის პერვომაისკის რაიონთაშორისო პროკურორის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა და ბ. თ-ს აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 11573 რუბლისა და 96 კაპიკის ოდენობით.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.