Facebook Twitter

საქმე №ა-1777-შ-35-2012 25 ივნისი, 2012 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ი. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ფ-ს

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - გერმანიის ფიურსტენვალდეს ადგილობრივი სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ფიურსტენვალდეს ადგილობრივი სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ი. თ-სა და ვ. ფ-ს შორის ფიურსტენვალდე/შპრეეს მმაჩის ბიუროში 2004 წლის 19 მარტს რეგისტრირებული №15/2004 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

ი. თ-ის წარმომადგენელმა მ. პ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ფიურსტენვალდეს ადგილობრივი სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მაისის განჩინებით ი. თ-ის წარმომადგენელ მ. პ-ის შუამდგომლობა ფიურსტენვალდეს ადგილობრივი სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. თ-ის წარმომადგენელ მ. პ-ის შუამდგომლობა ფიურსტენვალდეს ადგილობრივი სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის ფიურსტენვალდეს ადგილობრივი სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით (№ 10 F 177/10(E)) ი. თ-სა და ვ. ფ-ს შორის ფიურსტენვალდე/შპრეეს მმაჩის ბიუროში 2004 წლის 19 მარტს რეგისტრირებული №15/2004 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 20 ივლისს, ასევე დასტურდება, რომ მოცემული გადაწყვეტილება აღსრულებულია. მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

მოწინააღმდეგე მხარე ვ. ფ-მა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ მას პრეტენზიები არ გააჩნდა ი. თ-ის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

გერმანიის ფიურსტენვალდეს ადგილობრივი სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება (№ 10 F 177/10(E)) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. თ-ის წარმომადგენელ მ. პ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფიურსტენვალდეს ადგილობრივი სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების (№ 10 F 177/10(E)) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფიურსტენვალდეს ადგილობრივი სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება (№ 10 F 177/10(E)) რომლითაც ი. თ-სა და ვ. ფ-ს შორის ფიურსტენვალდე/შპრეეს მმაჩის ბიუროში 2004 წლის 19 მარტს რეგისტრირებული №15/2004 ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.