№ა-1849-შ-38-2012 11 ივნისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ტ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის ფინდიქლის მთავარი სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სტატუსით) 2011 წლის 24 მაისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თურქეთის რესპუბლიკის ფინდიქლის მთავარი სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სტატუსით) 2011 წლის 24 მაისის განაჩენით განქორწინდნენ: მოსარჩელე ნ. ტ-ი, რეგისტრირებული რიზეს გუბერნიის ფინდიქლის ოლქში, სოფელ ჰ-ში, ტომი №12, სექცია №23, რიგითი №35, მამის სახელი ჰ., დედის სახელი ნ., დაბადებული .. წლის .. დეკემბერს, პირადი №... და მოპასუხე ლ. ტ-ი, რეგისტრირებული ამავე მისამართზე, რიგითი №35, მამის სახელი ვ., დედის სახელი რ., დაბადებული საქართველოში .. წელს.
ლ. ტ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით ლ. ტ-ს შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ლ. ტ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ფინდიქლის მთავარი სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სტატუსით) 2011 წლის 24 მაისის განაჩენით განქორწინდნენ: მოსარჩელე ნ. ტ-ი, რეგისტრირებული რიზეს გუბერნიის ფინდიქლის ოლქში, სოფელ ჰ-ში, ტომი №12, სექცია №23, რიგითი №35, მამის სახელი ჰ., დედის სახელი ნ., დაბადებული .. წლის .. დეკემბერს, პირადი №... და მოპასუხე ლ. ტ-ი, რეგისტრირებული ამავე მისამართზე, რიგითი №35, მამის სახელი ვ., დედის სახელი რ., დაბადებული საქართველოში .. წელს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, თურქეთის რესპუბლიკის ფინდიქლის მთავარი სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სტატუსით) 2011 წლის 24 მაისის განაჩენი, რომლითაც განქორწინდნენ: მოსარჩელე ნ. ტ-ი, რეგისტრირებული რიზეს გუბერნიის ფინდიქლის ოლქში, სოფელ ჰ-ში, ტომი №12, სექცია №23, რიგითი №35, მამის სახელი ჰ., დედის სახელი ნ., დაბადებული .. წლის .. დეკემბერს, პირადი №... და მოპასუხე ლ. ტ-ი, რეგისტრირებული ამავე მისამართზე, რიგითი №35, მამის სახელი ვ., დედის სახელი რ., დაბადებული საქართველოში .. წელს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ტ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ფინდიქლის მთავარი სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სტატუსით) 2011 წლის 24 მაისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ფინდიქლის მთავარი სამოქალაქო სასამართლოს (საოჯახო სასამართლოს სტატუსით) 2011 წლის 24 მაისის განაჩენი, რომლითაც განქორწინდნენ: მოსარჩელე ნ. ტ-ი, რეგისტრირებული რიზეს გუბერნიის ფინდიქლის ოლქში, სოფელ ჰ-ში, ტომი №12, სექცია №23, რიგითი №35, მამის სახელი ჰ., დედის სახელი ნ., დაბადებული .. წლის .. დეკემბერს, პირადი №... და მოპასუხე ლ. ტ-ი, რეგისტრირებული ამავე მისამართზე, რიგითი №35, მამის სახელი ვ., დედის სახელი რ., დაბადებული საქართველოში ...
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.