Facebook Twitter

№ა-1953-შ-42-2012 1 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს. გ-ი თ-ს წარმომადგენლის ნ. მ-ს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხი გერმანიის ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მ. გ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვიულფრატის მმაჩის ბიუროს წარმომადგენლის მიერ 2006 წლის 5 ოქტომბერს (რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება გაუქმდა.

ს. გ-ი თ-ს წარმომადგენელმა ნ. მ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 მაისის განჩინებით ს. გ-ი თ-ს წარმომადგენლის ნ. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ს. გ-ი თ-ს წარმომადგენლის ნ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ვიულფრატის მმაჩის ბიუროს წარმომადგენლის მიერ 2006 წლის 5 ოქტომბერს (რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. გ-ი თ-ს წარმომადგენლის ნ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს:

ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ვიულფრატის მმაჩის ბიუროს წარმომადგენლის მიერ 2006 წლის 5 ოქტომბერს (რეგისტრაციის ნომერი ...) რეგისტრირებული წყვილის ქორწინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.