Facebook Twitter

საქმე №ა-2122-შ-45-2012 11 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა-ი ს-ო დ-ს მ-ს ს-ო ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ი

განაჩენი, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბაბუშკინსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განაჩენი

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბაბუშკინსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განაჩენით გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად დაენიშნა თავისფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 4 წლის ვადით, ამავე განაჩენით განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთის ვადის დენის დასაწყისი და მსჯავრდებულს უცვლელად დარჩა წინა ნასამართლეობის დროს შერჩეული სასჯელის სახე. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა ბაბუშკინსკის რაიონთაშორისი პროკურორის სამოქალაქო სარჩელი, გ. მ-ს ქ.მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 31407 რუბლისა და 33 კაპიკის გადახდა, ხოლო აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის სასრგებლოდ - 6158 რუბლისა და 30 კაპიკის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება იმ ნაწილში, რომლითაც მსჯავრდებულ გ. მ-ს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის - 6158 რუბლისა და 30 კაპიკის გადახდა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ.მ-ი საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული და მასვე ჩაბარდა სასარჩელო განცხადების ასლი, თანხის დაკისრების ნაწილში განაჩენი არ არის აღსრულებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ირკვევა, რომ თანხის დაკისრების ნაწილში განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 8 ნოემბერს და ექვემდებარება აღსრულებას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული განაჩენით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ-ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინებით მოცემული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად, რის თაობაზეც ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს დადგენილი წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის შუამდგომლობა თანხის დაკისრების ნაწილში რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბაბუშკინსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბაბუშკინსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განაჩენით გ. მ.ი ცნობილ იქნა დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად დაენიშნა თავისფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 4 წლის ვადით, ამავე განაჩენით განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთის ვადის დენის დასაწყისი და მსჯავრდებულს უცვლელად დარჩა წინა ნასამართლეობის დროს შერჩეული სასჯელის სახე. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა ბაბუშკინსკის რაიონთაშორისი პროკურორის სამოქალაქო სარჩელი, გ. მ-ანს ქ.მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 31407 რუბლისა და 33 კაპიკის გადახდა, ხოლო აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის სასრგებლოდ - 6158 რუბლისა და 30 კაპიკის ანაზღაურება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ.მ-ი საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული და მასვე ჩაბარდა სასარჩელო განცხადების ასლი, თანხის დაკისრების ნაწილში განაჩენი არ არის აღსრულებული რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ირკვევა, რომ თანხის დაკისრების ნაწილში განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 8 ნოემბერს და ექვემდებარება აღსრულებას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული განაჩენით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ-ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბაბუშკინსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განაჩენი თანხის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის შუამდგომლობა თანხის დაკისრების ნაწილში რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბაბუშკინსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბაბუშკინსკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ივნისის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც გ. მ-ს აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის მოსკოვის საქალაქო ფონდის სასრგებლოდ დაეკისრა 6158 რუბლისა და 30 კაპიკის ანაზღაურება.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

პ. ქათამაძე