საქმე №ა-407-შ-8-2012 11 ივნისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ნ. ს-ე
წარმომადგენელი - გ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ტ. პ-ს ე-ის ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს - საბერძნეთის ქ.ხალკიდას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბერძნეთის ქ.ხალკიდას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ტ. პ-ს ე-ის ძისა და ნ. ს-ის განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს მოქალაქე ნ. ს-ე ცნობილ იქნა ტ. პ-ს ე-ის ძის შვილად.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ს-ის წარმომადგენელმა გ. მ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საბერძნეთის ქ.ხალკიდას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს საელჩოს მიერ ლეგალიზებული გადაწყვეტილებისა და მისი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, განხილულ იქნა სასამართლოს დახურულ სხდომაზე და მოპასუხე მასში მონაწილეობას წარმომადგენლის მეშვეობით იღებდა, დადენილია, რომ მხარემ (შვილად ამყვანმა) თანხმობა განაცხადა საქართველოს მოქალაქის შვილად აყვანაზე, სასამართლომ მისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმა და დაადგინა, რომ შვილად აყვანა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას - სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია ის გარემოება, რომ შვილად ასაყვანი პირი - ნ. ს-ე საქართველოს მოქალაქეა.
შუამდგომლობაზე დართულია ასევე ხალკიდას პირველი ინსნტანციის სასამართლოს მიერ დამოწმებული და საქართველოს საელჩოს მიერ ლეგალიზებული ცნობა, რომლის თანახმადაც 2012 წლის 16 იანვრის მდგომარეობით სააპელაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე არ იქნა შეტანილი, ამდენად, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოცემული შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების წარმოდგენით დაადასტურა მისი თანხმობა და შუამდგომლობის საქართველოს უზენაეს სასამართლოში განხილვის შესახებ ინფორმირების ფაქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. ს-ის წარმომადგენელ გ. მ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.ხალკიდას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბერძნეთის ქ.ხალკიდას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ტ. პ-ს ე-ის ძისა და ნ. ს-ის განცხადება დაკმაყოფილდა, საქართველოს მოქალაქე ნ. ს-ე ცნობილ იქნა ტ. პ-ს ე-ის ძის შვილად.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საბერძნეთის ქ.ხალკიდას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს საელჩოს მიერ ლეგალიზებული გადაწყვეტილებისა და მისი თარგმანის შესწავლით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, განხილულ იქნა სასამართლოს დახურულ სხდომაზე და მოპასუხე მასში მონაწილეობას წარმომადგენლის მეშვეობით იღებდა, დადენილია, რომ მხარემ (შვილად ამყვანმა) თანხმობა განაცხადა საქართველოს მოქალაქის შვილად აყვანაზე, სასამართლომ მისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმა და დაადგინა, რომ შვილად აყვანა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას - სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია ის გარემოება, რომ შვილად ასაყვანი პირი - ნ. ს-ე საქართველოს მოქალაქეა. საქმეში ასევე წარმოდგენილია ხალკიდას პირველი ინსნტანციის სასამართლოს მიერ დამოწმებული და საქართველოს საელჩოს მიერ ლეგალიზებული ცნობა, რომლის თანახმადაც 2012 წლის 16 იანვრის მდგომარეობით სააპელაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე არ იქნა შეტანილი, ამდენად, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია, ამდენად, საბერძნეთის ქ.ხალკიდას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-ის წარმომადგენელ გ. მ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.ხალკიდას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად საბერძნეთის ქ.ხალკიდას პირველი ინსტანციის მრავალწევრიანი სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს მოქალაქე ნ. ს-ე ცნობილ იქნა ტ. პ-ს ე-ის ძის შვილად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.