Facebook Twitter
saqarTvelos uzenaesi sasamarTlo

№-ა-4368-შ-72-2011 11 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს „ს.-ს. კ-ის” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, შპს „ს.-ს. კ-ის” სარჩელის გამო, მოპასუხე შპს „გ.+1-ის” მიმართ საარბიტრაჟო ხარჯებისა და 199492.74 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ს.-ს. კ-მ ” შპს „გ.+1-ის” მიმართ საარბიტრაჟო ხარჯებისა და 199492.74 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „გ.+-ს” დაევალა გადაუხადოს შპს „ს.-ს. კ-ს” ძირითადი ვალი 199492.74 აშშ დოლარის, საარბიტრაჟო ხარჯები 9184.78 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 208 677.52 ( ორასრვა ათს ექვსასსამოცდაჩვიდმეტი) აშშ დოლარი და 52 ცენტი.

შპს „ს.-ს. კ-მ” შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინებით შპს „ს.-ს. კ-ის” შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს „ს.-ს. კ-ის” შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „გ.+-ს” დაევალა გადაუხადოს შპს „ს.-ს. კ-ს” ძირითადი ვალი 199492.74 აშშ დოლარის, საარბიტრაჟო ხარჯები 9184.78 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 208 677.52 ( ორასრვა ათს ექვსასსამოცდაჩვიდმეტი) აშშ დოლარი და 52 ცენტი.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა და არ აღსრულებულა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს.-ს. კ-ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „გ.+-ს” დაევალა გადაუხადოს შპს „ს.-ს. კ-ს” ძირითადი ვალი 199492.74 აშშ დოლარის, საარბიტრაჟო ხარჯები 9184.78 აშშ დოლარის ოდენობით, სულ 208 677.52 ( ორასრვა ათს ექვსასსამოცდაჩვიდმეტი) აშშ დოლარი და 52 ცენტი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.