Facebook Twitter

საქმე # ა-646-შ-17-2012 13 ივნისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ მ. კ-ე

წარმომადგენელი – კ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ რ-დ. ს-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2007 წლის 5 აპრილს ბონის მმაჩის ბიუროში მ. კ-სა და რ-დ. ს-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგ. №...) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 30 ნოემბერს.

მ. კ-ის წარმომადგენელმა კ. ს-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით მ. კ-ის წარმომადგენელ კ. ს-ის შუამდგომლობა გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. კ-ის წარმომადგენელ კ. ს-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2007 წლის 5 აპრილს ბონის მმაჩის ბიუროში მ. კ-სა და რ-დ. ს-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგ. №...) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 30 ნოემბერს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის წარმომადგენელ კ. ს-ის შუამდგომლობა გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 2007 წლის 5 აპრილს ბონის მმაჩის ბიუროში მ. კ-სა და რ-დ. ს-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგ. №...) შეწყდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.