Facebook Twitter
quTaisis saqalaqo sasamarTlos samoqalaqo samqeTa kolegiis 2010 wlis 16 ivnisis gadawyvetilebiT darejan biwaZis sarCeli ar dakmayofilda usafuZvlobis gamo

№ას-125-120-2012 21 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – უ. ჟ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ... ... ... ...“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

სს „... ... ... ... ...-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში უ. ჟ-ის წინააღმდეგ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მოითხოვა სს „... ... ... ... ...-სათვის“ მის სსარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 10000 ლარის ოდენობით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ს. ,,... ... ... ... ...“-ის (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) სარჩელი დაკმაყოფილდა; უ. ჟ-ს (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) ს.ს. ,,... ... ... ... ...“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1247,67 (ძირითადი თანხა - 1134,27 ლარი, ჯარიმა 113,4 ლარი) ლარის გადახდა; უ. ჟ-ს (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) ს.ს. ,,... ... ... ... ...“-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახ. ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით, ასევე სარჩელის აღძვრისათვის გაწეული ხარჯების გადახდა 191 (150+21+20) ლარის ოდენობით და ადვოკატის მომსახურების ხარჯები 49.90 ლარის ოდენობით, სულ 290.90 ლარი; უ. ჟ-ის (მოპასუხე სარჩელში) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა უ. ჟ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თვისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინებით უ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივით გაასაჩივრა უ. ჟ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინებით უ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

2012 წლის 11 ივნისს უ. ჟ-მა წარმოადგინა დამატებიი მტკიცებულებები, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტის დასკვნა, შპს „... ... ... ... ...-ის“ სტაციონალური ავადმყოფის კალკულაციის ბარათი და აქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და კვლავ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ უ. ჟ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 აპრილის განჩინებით უ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინებით უ. ჟ-ის საკასაციო საჩივარზე სამართალწარმოება დასრულდა 2012 წლის 12 აპრილს. უ. ჟ-მა კი, განცხადებითა და მასზე დართული მტკიცებულებებით სასამართლოს მომართა 2012 წლის 11 ივნისს, რაც ამ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უ. ჟ-ის განცხადება დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.