Facebook Twitter

საქმე №ა-1369-შ-30-2012 24 ივლისი, 2012 წელი.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ,,G. Inc.“

მოწინააღმდეგე მხარე - ,,K.“, ,,U.“, ,,V.“,,,U.“, ვ. გ-ი, ვ. გ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრისა და ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებები (ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გათვალისწინებით)

დავის საგანი – ქონებაზე ყადაღის დადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიებებთან დაკავშირებით. უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიებების სახით შესრულდეს დაყადაღება რათა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ,,G. Inc.“-ის (A. W. ...,G., Illinois, USA, ანგარიშის ნომერი ..., ბანკი N. C. B. 363 W.O. St., Chicago IL ...) მოთხოვნები. შესრულდეს ,,K.“-ის (იურიდიული პირის კოდი .... რეგისტრირებული ოფისი: P. Str. 8/ B. Str.1 Vilnius), ,,V.“-ის (იურიდიული პირის კოდი ..., რეგისტრირებული ოფისი: P. Str. 8/ B. Str.1 Vilnius), და ვ. გ-ის (პირადი კოდი ..., მისამართი: P. Str. 10-1 Vilnius) საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების, ასევე მათი მესამე მხარეების მფლობელობაში არსებული ქონების სეკვესტრაცია შემდეგი თანხებით: ,,K.“ – 4,567,000 (ოთხი მილიონ ხუთას სამოცდაშვიდი ათასი) ლიტა; ვ. გ-ი - 10,644,851 (ათი მილიონ ექვსას ორმოცდაოთხი ათას რვაას ორმოცდათერთმეტი) ლიტა; ,,V.“-ის და ვ. გ-ის საკუთრებაში არსებული დაყადაღებას დაქვემდებარებული აქტივების არ არსებობის გამო თანხით 15,221,851 (თხუთმეტი მილიონ ორას ოცდაერთი ათას რვაას ორმოცდათერთმეტი) ლიტვური ლიტა, შესრულდეს სეკვესტრაცია დ. გ-ის (პირადი კოდი ..., მისამართი R. str. 15, Vilnius) საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება და ვ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონება პრეტენზიის დანარჩენი ნაწილისათვის, მაგრამ არა უმეტეს 15,221,851 (თხუთმეტი მილიონ ორას ოცდაერთი ათას რვაას ორმოცდათერთმეტი) ლიტვური ლიტისა, აეკრძალათ მოპასუხეებს დაყადაღებული აქტივების განკარგვა, გირაოში ან იპოთეკაში ჩადება, ან სხვაგვარად ამ აქტივების იურიდიული სტატუსის გაზრდა. მოპასუხეების საკუთრებაში უძრავი და მოძრავი ქონების არარსებობის ან არასაკმარისი უძრავი და მოძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში შესრულდეს მოპასუხეების საბანკო ანგარიშებზე ან/და სხვა საკრედიტო ინსტიტუციის ანგარიშზე არსებული, ან მესამე მხარეების საკუთრებაში არსებული ფულადი სახსრების სეკვესტრაცია, რათა ,,K.“-მა და ,,V.“-მა შეძლონ სახელმწიფო გადასახადების და სადაზღვეო თანხების გადახდა და გადაუხადონ მოსარჩელეს საკუთრი დაყადაღებული ფულადი სახსრებიდან.

ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაყადაღებას დაექვემდებარა მოპასუხის და/ან მესამე მხარეების, მოპასუხე ვ. გ-ის (პირადი კოდი ..., მისამართი R. str. 15, Vilnius) მფლობელობაში არსებული უძრავი და/ან მოძრავი ქონება თანხით 10,644,851(ათი მილიონ ექვსას ორმოცდაოთხი ათას რვაას ორმოცდათერთმეტი) ლიტა მოსარჩელე ,,G. Inc.“-ის (A. W. ...,Glenview, Illinois, USA, ანგარიშის ნომერი ..., ბანკი N. C. B. 363 W.O. St., Chicago IL ...) სარჩელის დასაკმაყოფილებლად. მოპასუხეებს აეკრძალათ უძრავი და/ან მოძრავი ქონების გაყიდვა ან გადაცემა მესამე მხარისთვის, გირაოში ან იპოთეკაში ჩადება, ან მათი სხვაგვარად განკარგვა. უფლება მიეცათ ისარგებლონ დაყადაღებული უძრავი და/ან მოძრავი ქონებით, თუ კი სარგებლობა არ გულისხმობს მათ დაზიანებას ან ღირებულების შემცირებას მახასიათებლების შეცვლის გამო. უძრავი და/ან მოძრავი ქონების არ არსებობის, ან მოსარჩელის დასაკმაყოფილებლად მათი არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, დაყადაღებას დაექვემდებარა ფინანსური სახსრები, რომლებიც განთავსებულია მოპასუხის საბანკო ან სხვა საკრედიტო დაწესებულების ანგარიშზე, ან მესამე მხარეების საკუთრებაში ან მის მფლობელობაში არსებული სახსრების დაყადაღება, ოღონდ არა უმეტეს 10,644,851(ათი მილიონ ექვსას ორმოცდაოთხი ათას რვაას ორმოცდათერთმეტი) ლიტისა.

ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. გ-ის მოთხოვნა; გაუქმდა დროებითი დამცავი ღონისძიებები - უძრავ-მოძრავი ქონებისა და ფულადი რესურსების ყადაღა - რომელიც განხორციელდა დ. გ-ის (პირადი კოდი ..., მისამართი R. str. 15, Vilnius) მიმართ ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სამოქალაქო საქმეზე № 2-7623-392/2010.

ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შეწყდა სააპელაციო საქმის წარმოება, რომელიც ეხება შუალედური დაცვითი ზომების გამოყენებას დ. გ-ის (პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომერი ..., მცხოვრები ვილნიუსში, რ-ს ქ.№15) მფლობელობაში მყოფი საკუთრებისა და ფულადი სახსრების მიმართ.

,,G. Inc.“-ის წარმომადგენელმა დ. უ.-ფ-მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრისა და ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებების (ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გათვალისწინებით) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მაისის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული მოთხოვნა და მოპასუხეების - ვ. გ-ისა (პირადი კოდი ...) და ვ. გ-ის (პირადი კოდი ...) საცხოვრებელი ადგილის მისამართები საქართველოს ტერიტორიაზე.

დადგენილ ვადაში ,,G. Inc.“-ის წარმომადგენელმა დ. უ.-ფ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მიუთითა, რომ შუამდგომლობის ავტორი ითხოვდა ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრისა და ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებების (ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გათვალისწინებით) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, ხოლო ,,G. Inc.“-ისთვის უცნობი იყო მოპასუხეების - ვ. გ-ისა (პირადი კოდი 36001180191) და ვ. გ-ის (პირადი კოდი ...) საცხოვრებელი ადგილი და მისამართები საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ,,G. Inc.“-ის წარმომადგენელ დ. უ.-ფ-ს შუამდგომლობა ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრისა და ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებების (ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გათვალისწინებით) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველო არ ცნობს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებს, თუ უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ორ შემთხვევას მოიცავს: ა) საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს შორის არ არსებობს ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმება, რომლის ძალითაც მხარეებს ერთმანეთის სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობის ვალდებულება ეკისრებათ, ბ) უცხო ქვეყანა, გარკვეული მოსაზრებებიდან და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ცნობს, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა საერთაშორისო შეთანხმება.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელთა ცნობასაც შუამდგომლობის ავტორი ითხოვს მიღებულია ლიტვის სასამართლოს მიერ. საქართველოსა და ლიტვის სახელმწიფოს შორის რაიმე ორმხრივი შეთანხმება სამართლებრივი დახმარების გაწევის ან სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შესახებ არ არსებობს. მხარეები არც რომელიმე მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულების წევრები არიან, რომელიც ამგვარ საკითხებს აწესრიგებს, შესაბამისად, ლიტვის სახელმწიფოს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობასთან დაკავშირებით რაიმე ვალდებულება არ აქვს ნაკისრი, აღნიშნული კი, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის საფუძველზე, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,G. Inc.“-ის წარმომადგენელ დ. უ.-ფ-ს შუამდგომლობა არ შეესაბამება ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

,,G. Inc.“-ის წარმომადგენელ დ. უ.-ფ-ს შუამდგომლობა ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრისა და ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებების (ვილნიუსის რეგიონალური სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებისა და ლიტვის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გათვალისწინებით) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ნ.კვანტალიანი