საქმე №ა-1886-შ-39-2012 26 ივლისი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. კ-ი
დაინტერესებული პირები – ტ. ა. კ-ი, ი. ა. ო. კ-ის კანონიერი წარმომადგენელი ს. ვ. ყ. ა-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება
დავის საგანი – იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - პირთა ნათესაური კავშირის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ი. ო. კ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის - არასრულწლოვანი შვილების: ტ. ა. ყ. კ-სა და ი. ა. ო. კ-ის მიმართ ნთესაური კავშირის დადგენის თხოვნით.
რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტ. ა. ყ. კ-სა და ი. ა. ო. კ-ის ინეტერესების დამცველ ა. ი. ო. კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დადგინდა ფაქტი, რომ საქართველოში, დმანისის რაიონის სოფელ კ-ში 1992 წლის .. ივლისს დაბადებული ტ. ა. ყ. კ-სა და საქართველოში დმანისის რაიონის სოფელ კ-ში 1996 წლის .. აგვისტოს დაბადებული ი. ა. ო. კ-ის მამა 1964 წლის .. ოქტომბერს დაბადებული ა. ი. ო. კ-ია.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. კ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 1 სექტემბერს, ირკვევა, რომ საქმის განხილვაში მონაწილებას იღებდა შვილების კანონიერი წარმომადგენელი - დედა, ასევე განმცხადებელი - მამა, დასტურდება მოცემული შუამდგომლობის განხილვაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია და მხარის იურიდიული ინტერესი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მაისის განჩინებით ა. კ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ა. კ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტ. ა. ყ. კ-სა და ი. ა. ო. კ-ის ინეტერესების დამცველ ა. ი. ო. კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დადგინდა ფაქტი, რომ საქართველოში, დმანისის რაიონის სოფელ კ-ში 1992 წლის .. ივლისს დაბადებული ტ. ა. ყ. კ-სა და საქართველოში დმანისის რაიონის სოფელ კ-ში 1996 წლის .. აგვისტოს დაბადებული ი. ა. ო. კ-ის მამა 1964 წლის .. ოქტომბერს დაბადებული ა. ი. ო. კ-ია.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. კ-მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლით დასტურდება, რომ ის კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 1 სექტემბერს, ირკვევა, რომ საქმის განხილვაში მონაწილებას იღებდა შვილების კანონიერი წარმომადგენელი - დედა, ასევე განმცხადებელი - მამა, დასტურდება მოცემული შუამდგომლობის განხილვაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია და მხარის იურიდიული ინტერესი.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. კ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ა. ყ. კ-სა და ი. ა. ო. კ-ის ინეტერესების დამცველ ა. ი. ო. კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დადგინდა ფაქტი, რომ საქართველოში, დმანისის რაიონის სოფელ კ-ში 1992 წლის .. ივლისს დაბადებული ტ. ა. ყ. კ-სა და საქართველოში დმანისის რაიონის სოფელ კ-ში 1996 წლის .. აგვისტოს დაბადებული ი. ა. ო. კ-ის მამა 1964 წლის .. ოქტომბერს დაბადებული ა. ი. ო. კ-ია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.