№ა-2121-შ-44-2012 23 ივლისი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტებრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტებრის განაჩენით ა. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დადგინდა ვ. რ-ის ძე მ-ისათვის ალიმენტის ჩამორთმევა, ტ. ვ-ის ძე მ-ის (დაბადებულის 2002 წლის ... ივლისს) და დ. ვ-ის ძე მ-ის (დაბადებულის 2004 წლის ... ოქტომბერს) სარჩენად, მათ სრულწლოვანდებამდე, ა. რ-ის ასული მ-ის სასარგებლოდ ყოველთვიური გადასახადების საშუალებით, სტაბილური ფულადი თანხით, თითოეული ბავშვისათვის ყოველთვიურად 20000 დრამის ოდენობით. ამავდროულად დადგინდა, რომ ალიმენტის გამოყოფა მომხდარიყო სასამართლოსათვის მიმართვის დროიდან, 2011 წლის 11 მარტიდან.
ა. მ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინებით ა. მ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ა. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტებრის განაჩენით ა. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დადგინდა ვ. რ-ის ძე მ-ისათვის ალიმენტის ჩამორთმევა, ტ. ვ-ის ძე მ-ის (დაბადებულის 2002 წლის ... ივლისს) და დ. ვ-ის ძე მ-ის (დაბადებულის 2004 წლის ... ოქტომბერს) სარჩენად, მათ სრულწლოვანდებამდე, ა. რ-ის ასული მ-ის სასარგებლოდ ყოველთვიური გადასახადების საშუალებით, სტაბილური ფულადი თანხით, თითოეული ბავშვისათვის ყოველთვიურად 20000 დრამის ოდენობით. ამავდროულად დადგინდა, რომ ალიმენტის გამოყოფა მომხდარიყო სასამართლოსათვის მიმართვის დროიდან, 2011 წლის 11 მარტიდან (ს.ფ. 29-36).
ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 17 ოქტომბერს. ამასთან, იგი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა (ს.ფ. 18, 20).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ა. მ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტებრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტებრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 14 სექტებრის განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც ა. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დადგინდა ვ. რ-ის ძე მ-ისათვის ალიმენტის ჩამორთმევა, ტ. ვ-ის ძე მ-ის (დაბადებულის 2002 წლის ... ივლისს) და დ. ვ-ის ძე მ-ის (დაბადებულის 2004 წლის ... ოქტომბერს) სარჩენად, მათ სრულწლოვანდებამდე, ა. რ-ის ასული მ-ის სასარგებლოდ ყოველთვიური გადასახადების საშუალებით, სტაბილური ფულადი თანხით, თითოეული ბავშვისათვის ყოველთვიურად 20000 დრამის ოდენობით, ამავდროულად დადგინდა, რომ ალიმენტის გამოყოფა მომხდარიყო სასამართლოსათვის მიმართვის დროიდან, 2011 წლის 11 მარტიდან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.