საქმე №ა-2148-შ-46-2012 16 ივლისი, 2012 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - შპს ,,V.“
მოწინააღმდეგე მხარე - ფ. გ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს - აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს №1 ადგილობრივი ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს №1 ადგილობრივი ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (№ 2(81)-694/2010) მოპასუხე ფ. გ-ს დაეკისრა 4053 აზნ მანათი ძირითადი ვალის, 4053 მანათი დანამატი თანხის, 20 მანათი სახელმწიფო გადასახადის, სულ 8126 მანათის გადარიცხვა მოსარჩელე შპს ,,V.“ -ის სასარგებლოდ.
შპს ,,V.“ -მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს №1 ადგილობრივი ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (№ 2(81)-694/2010) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინებით შპს ,,V.“ -ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს №1 ადგილობრივი ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (№ 2(81)-694/2010) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ შპს ,,V.“ -ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს №1 ადგილობრივი ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (№ 2(81)-694/2010) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს №1 ადგილობრივი ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (№ 2(81)-694/2010) მოპასუხე ფ. გ-ს დაეკისრა 4053 აზნ მანათი ძირითადი ვალის, 4053 მანათი დანამატი თანხის, 20 მანათი სახელმწიფო გადასახადის, სულ 8126 მანათის გადარიცხვა მოსარჩელე შპს ,,V.“ -ის სასარგებლოდ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 21 იანვარს, ხოლო მოპასუხე ფ. გ-ს შესაბამისად ეცნობა სასამართლო განხილვის დღის შესახებ. ასევე დასტურდება, რომ მოცემული დაუსწრებელი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს №1 ადგილობრივი ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (№ 2(81)-694/2010) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,V.“ -ის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს №1 ადგილობრივი ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (№ 2(81)-694/2010) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს №1 ადგილობრივი ეკონომიკური სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (№ 2(81)-694/2010), რომლითაც მოპასუხე ფ. გ-ს დაეკისრა 4053 აზნ მანათი ძირითადი ვალის, 4053 მანათი დანამატი თანხის, 20 მანათი სახელმწიფო გადასახადის, სულ 8126 მანათის გადარიცხვა მოსარჩელე შპს ,,V.“ -ის სასარგებლოდ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.