Facebook Twitter

საქმე # ა-2393-შ-53-2012 6 ივლისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ მ. შ-ა

წარმომადგენელი – მ.ჭ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. კ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ გერმანიის მიუნხენის ადმინისტრაციული სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის მიუნხენის ადმინისტრაციული სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2007 წლის 20 მარტს მიუნხენის სახელმწიფო სამსახურის მიერ მ. შ-სა და მ. კ-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება (№458/2007) გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 14 იანვარს.

მ. შ-ს წარმომადგენელმა მ. ჭ-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის მიუნხენის ადმინისტრაციული სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით მ. შ-ს წარმომადგენელ მ. ჭ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის ადმინისტრაციული სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

2012 წლის 28 ივნისს მ. შ-ს წარმომადგენელმა მ. ჭ-მ წარმოადგინა მ. კ-ის თანხმობა იმის თაობაზე, რომ გერმანიის მიუნხენის ადმინისტრაციული სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მადინა შონიას წარმომადგენელ მ. ჭ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის მიუნხენის ადმინისტრაციული სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2007 წლის 20 მარტს მიუნხენის სახელმწიფო სამსახურის მიერ მ. შ-სა და მ. კ-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება (№458/2007) გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 14 იანვარს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის მიუნხენის ადმინისტრაციული სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. შ-ს წარმომადგენელ მ. ჭ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის ადმინისტრაციული სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მიუნხენის ადმინისტრაციული სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 2007 წლის 20 მარტს მიუნხენის სახელმწიფო სამსახურის მიერ მ. შ-სა და მ. კ-ის შორის რეგისტრირებული ქორწინება (№458/2007) გაუქმდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.