Facebook Twitter

№ა-2780-შ-59-2012 16 ივლისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. ჯ.-კ-ი (წარმომადგენელი ლ. გ-ი)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. კ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ქ.ოფფენბახის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების (საქმე № 309 ფ 1457/11) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ქ.ოფფენბახის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე № 309 ფ 1457/11) ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 27 ოქტომბერს ქ.ოფფენბახის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება მხარეებს – ა. კ-ისა და ა.ჯ.-კ-ის შორის (ნომერი 340-2007).

ა. ჯ.-კ-იმ წარმომადგენელ ლ. გ-ის მეშვეობით შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის განჩინებით ა. ჯ.-კ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ა. ჯ.-კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ქ.ოფფენბახის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე № 309 ფ 1457/11) ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 27 ოქტომბერს ქ.ოფფენბახის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება მხარეებს – ა. კ-ისა და ა. ჯ.-კ-ის შორის (ნომერი 340-2007).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის ქ.ოფფენბახის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება (საქმე № 309 ფ 1457/11), რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 27 ოქტომბერს ქ.ოფფენბახის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება მხარეებს – ა. კ-ისა და ა. ჯ.-კ-ის შორის (ნომერი 340-2007), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჯ.-კ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ოფფენბახის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილების (საქმე № 309 ფ 1457/11) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ქ.ოფფენბახის საოჯახო საქმეების განმხილველი სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება (საქმე № 309 ფ 1457/11), რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 27 ოქტომბერს ქ.ოფფენბახის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება მხარეებს – ა. კ-ისა და ა. ჯ.-კ-ის შორის (ნომერი 340-2007).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.