Facebook Twitter

№ა-3019-შ-63-2012 23 ივლისი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ხ. გ.-კ-ი (წარმომადგენელი ნ. ო-ი)

მოწინააღმდეგე მხარე – კ. კ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი მანჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე № 9 F 62/11)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი მანჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე № 9 F 62/11) გაუქმდა მეუღლეებს (ხ. გ.-კ-ი და კ. კ-ი) შორის 2002 წლის 11 ოქტომბერს მანჰაიმის მმაჩის ბიუროს მუშაკის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის ნომერი 712/2-2002).

ხ. გ.-კ-მა წარმომადგენელ ნ. ო-ის მეშვეობით შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით ხ. გ.-კ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ხ. გ.-კ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი მანჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე № 9 F 62/11) გაუქმდა მეუღლეებს (ხ. გ.-კ-ი და კ. კ-ი) შორის 2002 წლის 11 ოქტომბერს მანჰაიმის მმაჩის ბიუროს მუშაკის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის ნომერი 712/2-2002).

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი მანჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე № 9 F 62/11), რომლითაც გაუქმდა მეუღლეებს (ხ. გ.-კ-ი და კ. კ-ი) შორის 2002 წლის 11 ოქტომბერს მანჰაიმის მმაჩის ბიუროს მუშაკის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის ნომერი 712/2-2002), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ. გ.-კ-ის შუამდგომლობა გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი მანჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე № 9 F 62/11) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი მანჰაიმის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე № 9 F 62/11), რომლითაც გაუქმდა მეუღლეებს (ხ. გ.-კ-ი და კ. კ-ი) შორის 2002 წლის 11 ოქტომბერს მანჰაიმის მმაჩის ბიუროს მუშაკის წინაშე რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეესტრის ნომერი 712/2-2002).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.