Facebook Twitter

№ას-329-314-2012 19 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ნ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – კ. ი-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ნ-მ თავისი და თავისი შვილის გ. ი-ის სახელით სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე კ. ი-ის წინააღმდეგ და მოითხოვა კ. ი-ის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, თ-ის მე-.. მ/რ-ის მე-3 კვარტლის 50-ე კორპუსში მდებარე №95 ბინის ¼- ¼ ნაწილზე მათი საკუთრების უფლების აღიარება შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, ნ. ნ-ე 1993 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა გრ. ი-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი – გ. ი-ი. მათი ოჯახი 1993 წლიდან ცხოვრობდა ქ. თბილისში, თ-ის მე-.. მ/რ-ის მე-3 კვარტლის 50-ე კორპუსში მდებარე №95 ბინაში. ნ. ნ-ის მეუღლე მშობლებსა და ძმებთან ერთად რეგისტრირებული იყო ბინის მიღების ორდერში, რომელიც მიიღეს სულადობის გათვალისწინებით. მოსარჩელეები პროვატიზების მომენტისათვის რეგისტრირებულები იყვნენ სადავო ბინაში. 2002 წლის 31 დეკემბერს გაიდაიცვალა მოსარჩელის მეუღლე გრ. ი-ი, შემდეგ დედამთილი, მაზლი, ხოლო 2010 წელს – მამამთილი. მეორე მაზლმა კ. ი-მა სადავო ბინის პრივატიზება საკუთარ სახელზე განახორციელა და იგი საკუთრების უფლებით აღრიცხა საჯარო რეესტრში.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებს არასდროს უცხოვრიათ სადავო ბინაში და პრივატიზაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ისა და გ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ნ-ე ცნობილი იქნა ქ.თბილისში, თ-ის მე-.. მ/რ-ის მე-3 კვარტლის 50-ე კორპუსში მდებარე №95 ბინის 1/4 ნაწილის მესაკუთრედ. გ. ი-ი ცნობილი იქნა ქ.თბილისში, თ-ის მე-.. მ/რ-ის მე-3 კვარტლის 50-ე კორპუსში მდებარე №95 ბინის 1/4 ნაწილის მესაკუთრედ.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ი-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის საოქმო გნაჩინებით გ. ი-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნის ნაწილში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება და გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ. ი-ის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დარჩა ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით კ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ნ-ის სარჩელი, ქ. თბილისში, თ-ის მე-.. მ/რ-ის მე-3 კვარტლის 50-ე კორპუსში მდებარე №95 ბინის ¼ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1993 წლიდან ნ. ნ-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გრ. ი-თან, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილი – 1994 წლის .. თებერვალს დაბადებული გ. ი-ი (ტ. I, ს.ფ 8);

გრ. ი-ი გარდაიცვალა 2002 წლის .. დეკემბერს, მოგვიანებით გარდაიცვალნენ მისი ძმა და მშობლები.

კ. ი-მა ქ.თბილისში, თ-ის მე-.. მ/რ-ის მე-3 კვარტლის 50-ე კორპუსში მდებარე №95 ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვა 2011 წლის 14 თებერვალს ბინის პრივატიზების გზით.

ნ. ნ-ე სადავო ბინაში რეგისტრირებულია 1999 წლის 12 მაისიდან. (ტ. I, ს.ფ. 9–10)

ქ.თბილისში, თ-ის მე-.. მ/რ-ის მე-3 კვარტლის 50-ე კორპუსში მდებარე №95 ბინა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია კ. ი-ის სახელზე. 1998 წლიდან ნ. ნ-ს სადავო ბინაში არ უცხოვრია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებაზე, რომლითაც დამტკიცდა კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი და ამავე წესის მე-2 მუხლის „ვ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ კანონიერი მოსარგებლის სტატუსის დასადგენად საჭიროა არსებობდეს ერთდროულად ორი წინაპირობა: 1) უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული უნდა იყოს დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), რომელიც ამ პირს ანიჭებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის უფლებას და 2) ფიზიკური პირი აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ფაქტობრივად უნდა სარგებლობდეს აღნიშნული ფართობით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სადავო საცხოვრებელ ბინაზე ნ. ნ-ის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევის არც ერთი წინაპირობა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზე, რომ 1999 წელს სადავო საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციით ნ. ნ-მ მოიპოვა აღნიშნული ბინით სარგებლობის უფლება.

სააპელაციო პალატამ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონზე მითითებით აღნიშნა, რომ საცხოვრებელ ბინაში პირის რეგისტრაცია წარმოადგენს არა საცხოვრებელ ბინაზე რაიმე უფლების მომპოვებელ აქტს, არამედ ამ პირის იდენტიფიცირების საშუალებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების მიზნებიდან გამომდინარე, საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაცია არ წარმოადგენდა მოსარჩელის საცხოვრებელი ფართის სარგებლობის უფლებით აღმჭურველ აქტს.

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. ნ-ს სადავო ბინაში 1998 წლის შემდეგ არ უცხოვრია, პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა პრივატიზაციის მომენტისათვის ნ. ნ-ის მხრიდან სადავო ბინით სარგებლობის ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173.1-ე მუხლზე მითითებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სადავო ბინაზე ნ. ნ-ის თანამესაკუთრედ ცნობის არც კანონით გათვალისწინებული და არც გარიგებიდან გამომდინარე რაიმე საფუძვლები, რის გამოც ნ. ნ-ის სარჩელი, უსაფუძვლლობის გამო, დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის“ შესახებ პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებები. ამასთან, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ თითქოსდა არ დასტურდებოდა 1998 წლიდან კასატორის სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტი, მაშინ, როდესაც, აღნიშნული 1999 წლის რეგისტრაციის მოწმობიტა და მოწმეტა ჩვენებებით დგინდებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ 1993 წლიდან ნ. ნ-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გრ. ი-თან, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილი – 1994 წლის .. თებერვალს დაბადებული გ. ი-ი (ტ. I, ს.ფ 8);

გრ. ი-ი გარდაიცვალა 2002 წლის .. დეკემბერს, მოგვიანებით გარდაიცვალენ მისი ძმა და მშობლები;

კ. ი-მა ქ.თბილისში, თ-ის მე-.. მ/რ-ის მე-3 კვარტლის 50-ე კორპუსში მდებარე №95 ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვა 2011 წლის 14 თებერვალს ბინის პრივატიზების გზით;

ნ. ნ-ე სადავო ბინაში რეგისტრირებულია 1999 წლის 12 მაისიდან. (ტ. I, ს.ფ. 9–10) ;

ქ.თბილისში, თ-ის მე-.. მ/რ-ის მე-3 კვარტლის 50-ე კორპუსში მდებარე №95 ბინა საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია კ. ი-ის სახელზე. 1998 წლიდან ნ. ნ-ს სადავო ბინაში არ უცხოვრია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებაზე, რომლითაც დამტკიცდა კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი და მიიჩნია, რომ, ამავე წესის მე-2 მუხლის „ვ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, არ არსებობდა სადავო საცხოვრებელ ბინაზე ნ. ნ-ის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევის არც ერთი წინაპირობა, კერძოდ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა), რომელიც ამ პირს ანიჭებს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით სარგებლობის უფლებას და ფიზიკური პირის მიერ აღნიშნული ფართობის სარგებლობის ფაქტი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.

ამდენად, ამ წესის მიზანია არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცესის უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ განსახილველი ნორმით მარეგულირებელ ორ ელემენტზე: პირველი, ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში ამ დებულების ამოქმედებამდე (მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე) დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს და ა.შ, მეორე, ეს დებულება არეგულირებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში (ანუ ამ დებულების მოქმედების პერიოდში) არსებული ზემომითითებული ფართების კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოთ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს და ა.შ.

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 1998 წლამდე ნ. ნ-ე ცხოვრობდა სადავო ფართში გრ. ი-თან (რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში) და მათ შვილთან – 1994 წლის .. თებერვალს დაბადებულ გ. იაშვილთან, ასევე სხვა ოჯახის წევრებთან. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სადავო ბინა უფლებამოსილ პირებს სარგებლობაში გადაცემული ჰქონდათ ამ წესის (2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული) ამოქმედებამდე. მოცემულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, თუ რა უფლება გააჩნია ნ. ნ-ს.

განსახილველი წესის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლეა - ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

ამდენად, ამ შემთხვევაში იმისათვის, რომ გავცეთ პასუხი კითხვას, თუ რა უფლება გააჩნია ნ. ნ-ს, უნდა განისაზღვროს ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც მას ანიჭებნდენ სარგებლობის უფლებას 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის ამოქმედებამდე. გასათვალისწინებელია, რომ განსახილველი წესის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მოცემული კანონიერი მოსარგებლის დეფინიცია არ ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს. უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტში იგულისხმება არა მარტო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, არამედ, ასევე სხვა საფუძვლები.

ამდენად, იმ ურთიერთობებისათვის, რომლებიც წარმოიშვა 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის ამოქმედებამდე, კანონიერ მოსარგებლის მოპოვების საფუძველი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) უნდა შემოწმებს იმ დროს მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად სადავო ურთიერთობის დარეგულირება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს რესპუბლიკის ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლო გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილებაზე და 1983 წლის 4 ივნისის «საქართველოს სსრ საბინაო კოდექსზე”, რომლითაც განისაზღვრებოდა საცხოვრებელი ფართის მოსარგებლის უფლებები, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას. განსახილველი ნორმის თანახმად, გასათვალისწინებელია, რომ საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას თანაბარი უფლებებით სარგებლობენ ის პირები, ვინც წარმოადგენენ ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლებს ან მათი ოჯახის წევრებს, ანუ აღნიშნული ნორმატიული აქტი არ აყენებს საცხოვრებელი სახლის (ბინის) არც ერთ დამქირავებელს ან მისი ოჯახის წევრს პრივილეგებულ მდგომარეობაში.

განსახილველი ნორმატიული აქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან მისი ოჯახის წევრები გამოთქვამენ ნებას, თავისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის მიზნით, საკუთრებაში მიიღონ საცხოვრებელი სახლი (ბინა), რომელიც მათ გადაცემული ჰქონდათ სარგებლობაში.

აღნიშნული ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, საქართველოს სამოქალაქო კოექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამოყენებულ უნდა იქნეს 1983წ. 4 ივნისის «საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი” (ძალადაკარგულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1505-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად), რადგან განსახილველი ურთიერთობა წარმოშობილია ამ კოდექსის ამოქმედებამდე, კერძოდ, «საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის” მე-60 მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობით საცხოვრებელი სადგომის ორდერის საფუძველზე გამქირავებელს _ საბინაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციისა და დამქირავებელს _ მოქალაქეს შორის‚ რომლის სახელზეც გაცემულია ორდერი. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, განსაზღვრულია‚ ასევე‚ იმ პირთა უფლება-ვალდებულებები, რომლებიც დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან და მასთან ერთად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არა აქვთ დადებული საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის შესახებ ხელშეკრულება, ისინი სარგებლობენ ყველა უფლებით და ეკისრებათ ყველა მოვალეობა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ამავე აბზაცის მე-2 წინადადების თანახმად, ოჯახის სრულწლოვან წევრებს დამქირავებელთან ერთად ეკისრებათ სოლიდარული ქონებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებისათვის.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილებით განისაზღვრა უფლება, რომლის რეალიზაციის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს „საქართველოს სსრ საბინაო კოდექსი,” რომლის თანახმად‚ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლება ასევე, გააჩნიათ‚ დანარჩენ ოჯახის წევრებს. ამასთან ერთად‚ გასათვალისწინებელია, რომ სარგებლობის უფლება‚ ერთ შემთხვევაში, წარმოიშობა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო სხვა შემთხვევაში დამქირავებელთან მცხოვრები ოჯახის წევრობის ინსტიტუტის არსებობის შემთხვევაში და მათ გააჩნიათ ყველა ის უფლება, რომლითაც სარგებლობს დამქირავებელი. ამრიგად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია ვრცელდება დამქირავებელთა ერთად მცხოვრები ყველა ოჯახის წევრზე და, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება მათი თანხმობით შეიძლება აღირიცხოს ერთ-ერთ დამქირავებელზე, საერთო უფლებებთან ერთად მათ ეკისრებათ სარგებლობიდან გამომდინარე მესაკუთრის ყველა ვალდებულება. აღნიშნული დებულება დაცულია‚ ასევე დადგენილების მე-5 პუნქტის პირველი აბზაცით, რომლის თანახმად‚ საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.

გასათვალისწინებელია, რომ პრივატიზაციის განხორციელებაზე ყველა ოჯახის წევრის ნების არსებობა გულისხმობს საკუთრების უფლების მოპოვებას ყველა ოჯახის წევრის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების უფლება შეიძლება, რეგისტრირებულ იქნეს მხოლოდ ერთ-ერთ დამქირავებელზე. ამ შემთხვევაში არ შეიძლება საკუთრების ინსტიტუტი განვმარტოთ მხოლოდ უძრავი ნივთების შეძენის იურიდიული დეფინიციის ფარგლებში. კონკრეტულ შემთხვევაში მას გააჩნია სოციალური დანიშნულება, რაც პოზიტიურ-სამართლებრივი სახით ვლინდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილების პირველ აბზაცში, ანუ საქართველოს მოქალაქეთა ბინის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის, დაჩქარების, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის მოქალაქეთათვის საკუთრებაში გადაცემის, საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობისათვის მოქალაქეთა დაინტერესების გაზრდის მიზნის მიღწევაში.

ამრიგად, საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულებით დანარჩენი ოჯახის წევრებს წარმოეშობათ უფლება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირონ (შესაბამის წილის გათვალისწინებით) საკუთრების უფლება. (აღნიშნული საკითხი ასევე დარეგულირებული იყო იმ დროს მოქმედი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996 წლის 2 აპრილის 1 დადგენილების მე-2 პუნქტით, რომლის თანახმად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹520 დადგენილებამ გააუქმა ბინების პრივატიზაციისათვის ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობის აუცილებლობა. მიუხედავად ამისა, პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომელსაც საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული აქვს ბინის პრივატიზაციის დროისათვის).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არა აქვს სრულად დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლო ადგენს, რომ 1993 წლიდან ნ. ნ-ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გრ. ი-თან, ხოლო 1998 წლიდან ნ. ნ-ს სადავო ბინაში არ უცხოვრია. აქვე ადგენს, რომ ნ. ნ-ე სადავო ბინაში რეგისტრირებულია 1999 წლის 12 მაისიდან. რა თქმა უნდა, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, საცხოვრებელ ბინაში პირის რეგისტრაცია წარმოადგენს არა საცხოვრებელ ბინაზე რაიმე უფლების მომპოვებელ აქტს, არამედ ამ პირის იდენტიფიცირების საშუალებას. დამატებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ registraciis faqtiT ar dasturdeba mflobelobis marTlzomiereba. registraciis arseboba ar SeiZleba gaxdes uflebis, maT Soris, sakuTrebis uflebis SezRudvis, gankargvis an maTi ganxorcielebis safuZveli, kerZod, `saqarTvelos moqalaqisa da saqarTveloSi mcxovreb ucxoelTa registraciisa da piradobis dadasturebis wesis Sesaxeb~ saqarTvelos kanonis me-2 muxlis me-3 nawilis Tanaxmad, `registracia an registraciis arqona ar SeiZleba gaxdes saqarTvelos moqalaqeTa da saqarTveloSi mcxovreb ucxoelTa konstituciuri uflebebisa da Tavisuflebebis SezRudvis maT Soris sakuTrebis gankargvis uflebis safuZveli an maTi ganxorcielebis piroba, garda saarCevno kanonmdeblobiT gaTvaliswinebuli SemTxvevebisa.~

მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები, რომლიტაც 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის ამოქმედებამდე არსებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე განისაზღვრებოდა ნ. ნ-ის მიერ საცხოვრებელი ფართით სარგებლობის უფლება.

ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, 1993 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თუ არა ნ. ნ-ე სადავო ბინაში და, შესაბამისად, წარმოადგენდა თუ არა ძირითად დამქირავებელთან ერთად მცხოვრებ ოჯახის წევრს, ხომ არ ჰქონდა ნ. ნ-ს იმ დროს დაკარგული ამ ფართზე უფლება. მხოლოდ ამ ფაქტების დადგენის შემთხვევაში შესაძლებელია ნ. ნ-ის კანონიერი სარგებლობის უფლების განსაზღვრა 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.