№ას-767-720-2012 12 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ. ბ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ბ-ა, ი/მ „ზ. ბ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - მიწის ნაკევთის საკადასტრო აზომვითი ნახაზების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით შ. ბ-ს სარჩელი მოპასუხე დ. ბ-ს და ზ. ბ-ს მიმართ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა მოეხსნა დ. ბ-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს საკადასტრო კოდით №... №... №... მდებარე დაბა ჩხოროწყუ ლ-ის ქ. №32 და №.... მდებარე დაბა ჩხოროწყუ, ლ-ის ქუჩა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ბ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის განჩინებით აპელანტ შ. ბ-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფრომის ნიმუშის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმის განხილვაში. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინებით აპელანტს, 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა იმ მოტივით, რომ მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, მისი ასლები ისევ ხარვეზიანი იყო, ვინაიდან არ შეესაბამებოდა 2012 წლის 9 თებერვალს დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ახალ ფორმას. აღნიშნული მოტივით 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით, აპელანტს ისევ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, შ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების შესახებ და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების განჩინებებში განუმარტა, რომ 2012 წლის 9 თებერვალს შეიცვალა სააპელაციო საჩივრის ფორმა და დამტკიცდა ახალი, სწორედ სააპელაციო საჩივრის დამტკიცებულ ამ ახალ ფორმასთან უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში აპელანტის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარიც (2012 წლის 9 თებერვლის მგდომარეობით დამტკიცებული), თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან იგი არ შეესაბამებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2012 წლის 9 თებერვლის მგდომარეობით დამტკიცებულ ფორმის ნიმუშს, მიიჩნია, რომ შ. ბ-ს ხარვეზი არ გამოუწორებია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ბ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მიზეზები დასაბუთებული არ არის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო ზოგადად უთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეესაბამება 2012 წლის 9 თებერვალს დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ახალ ფორმას, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რატომ არ შეესაბამება და რა იყო დარღვეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შ. ბ-ს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის განჩინებით აპელანტ შურა ბებიას სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფრომის ნიმუშის დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმის განხილვაში. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აპრილის განჩინებით აპელანტს, 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა იმ მოტივით, რომ მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, მისი ასლები ისევ ხარვეზიანი იყო, ვინაიდან არ შეესაბამებოდა 2012 წლის 9 თებერვალს დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ახალ ფორმას. აღნიშნული მოტივით 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით, აპელანტს ისევ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, 7 დღით.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების შესახებ და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების განჩინებებში განუმარტა, რომ 2012 წლის 9 თებერვალს შეიცვალა სააპელაციო საჩივრის ფორმა და დამტკიცდა ახალი, სწორედ სააპელაციო საჩივრის დამტკიცებულ ამ ახალ ფორმასთან უნდა ყოფილიყო შესაბამისობაში აპელანტის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარიც (2012 წლის 9 თებერვლის მგდომარეობით დამტკიცებული), თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან იგი არ შეესაბამებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2012 წლის 9 თებერვლის მგდომარეობით დამტკიცებულ ფორმის ნიმუშს, მიიჩნია, რომ შ. ბ-ს ხარვეზი არ გამოუწორებია, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მიზეზები დასაბუთებული არ არის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო ზოგადად უთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეესაბამება 2012 წლის 9 თებერვალს დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ახალ ფორმას, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რატომ არ შეესაბამება და რა იყო დარღვეული.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო იზიარებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა შურა ბებიას სააპელაციო საჩივარი განუხილველად, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აპელანტს სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის დაცვით, რაც დავალებული ჰქონდა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით და, თუ, რატომ არ იყო შესაბამისობაში ახალ ფორმასთან, სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებებში აპელანტისათვის არ განუმარტავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 402-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. ბ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.