Facebook Twitter

№ას-889-835-2012 19 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ქ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ც-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ბინიდან გამოსახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის განჩინებით ბ. ქ-ს რწმუნებულ მ. მ-ის კერძო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ქ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 მარტის განჩინებით ბ. ქ-ს წარმომადგენელ მ. მ-ს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის (50 ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ბ. ქ-ს უნდა წარმოედგინდა შესაბამისი ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერიანი ბაზიდან რომლითაც დადასტურდებოდა შესაბამისი ქულებისა და ბ. ქ-ს მიერ შემწეობის მიღების არსებობის ფაქტი, ასევე უნდა წარმოედგინა უშუალოდ ბელა ქარჩავას ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 02 აპრილის განჩინებით ბ. ქ-ს რწმუნებულის მ. მ-ის კერძო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 იანვრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ ხარვეზის შევსების მიზნით 2012 წლის 12 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფაქსით შემოსული ბ. ქ-ს განცხადება, კერძო საჩივარი და ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად (წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით), არ წარმოადგენდა დედან დოკუმენტებს, ამდენად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ ჩაითვალა შევსებულად, რის გამოც ბ. ქ-ს რწმუინებულ მ. მ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.

2012 წლის 18 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ბ. ქ-მ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 02 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით აღნიშნულ განცხადებაზე ხარვეზის შესავსებად, ბ. ქ-ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, დაკონკრეტება იმისა, თუ რას მიიჩნევდა საქმის წარმოების განახლების ფაქტობრივ საფუძვლად. აღნიშნული განჩინებითვე განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

2012 წლის 02 მაისს, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბ. ქ-მ ფაქსის მეშვეობით გააგზავნა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინებით ბ. ქ-ს 2012 წლის 18 აპრილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარქმოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ 2012 წლის 2 მაისს ხარვეზის შევსების მიზნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფაქსით შემოსული მასალები წარმოდგენილი იყო არა დედნების, არამედ ასლების სახით, რაც არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ქ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, ზაალ ელიბოშვილის კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

დასახელებული ნორმა, ავალებს სასამართლოს შეამოწმოს საქმის განახლების შესახებ გაბცხადების დასაშვებობა, რისთვისაც ავალდებულებს, შეამოწმოს პასუხოპბს თუ არა განცხადება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეავსო თუ არა განცხადებელმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში (სსკ-ის 427-ე მუხლი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე ხარვეზის შესავსებად, ბელა ქარჩავას დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, დაკონკრეტება იმისა, თუ რას მიიჩნევდა საქმის წარმოების განახლების ფაქტობრივ საფუძვლად. აღნიშნული განჩინებითვე განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

იმის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 02 მაისს, ბ. ქ-ს მიერ ხარვეზიწს შევსების მიზნით ფაქსის მეშვეობით გაგზავნილი მასალები წარდგენილი იყო არა დედნების სახით, რასაც მხარეს კანონი აავალდებულებს, არამედ ასლების სახით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ბ. ქ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ტაობაზე, სწორად დატოვა განუხილველად, რის ტგამოც არ არასებობს გასაჩივრებული განჩინების გაქუმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. ქ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.