საქმე №ას-1103-1034-2012 14 სექტემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - დ. ლ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ისა და ს. ნ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ლ-მა, თ. მ-მა და ს. ნ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებული იქნა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის საოქმო განჩინებით ს. ნ-ის წარმომადგენლის - მ. ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ს. ნ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მ. კ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის განჩინებით ს. ნ-ის უფლებამონაცვლე მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის განჩინებით დ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ (პირგასამტეხლოს დაკისრების) ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.მ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის განჩინება, რომლითაც აპელანტ დ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ (პირგასამტეხლოს დაკისრების) ნაწილში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ლ-მა, თ. მ-მა და ს. ნ-მა. ხოლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებული იქნა განუხილველად, რითაც თ. მ-ის მოთხოვნის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნ.კვანტალიანი