№ას-1219-1148-2012 21 სექტემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ქ-ა (მოპასუხე)
მოპასუხე – ი/მ „ვ. ტ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი მოპასუხეების – ი/მ „ვ. ტ-ისა“ და ნ. ქ-ს მიმართ თანხის დაკისრებისა და ქონების რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი/მ „ვ. ტ-სა“ და ნ. ქ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი თანხის – 58484,73 აშშ დოლარის, პროცენტის 32413,36 დოლარის, პირგასამტეხლოს – 3381 აშშ დოლარის გადახდა მოპასუხე ნ. ქ-ს პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრება 200000 აშშ დოლარით. მოპასუხეთათვის დაკისრებული თანხის დაფარვა განხორციელდა ქ.თბილისში, მ-ის მე-.. მ/რ-ის, მე-11 კორპუსში (საკადასტრო კოდი – ..) მოპასუხე ნ. ქ-ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა მოპასუხეებზე დაკისრებული დავალიანების დასაფარად, დავალიანების დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მოპასუხე ნ. ქ-ს საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით თავდებობით განსაზღვრული თანხის – 200000 აშშ დოლარის ფარგლებში.
აღნიშნული გადაწყვეტილება თავდების მიმართ მოთხოვნისა და აღსრულების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4 პუქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. მოპასუხეებს – ი/მ „ვ. ტ-სა“ და ნ. ქ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი თანხის – 58484,73 აშშ დლარის და პროცენტის – 8322,58 აშშ დოლარის გადახდა. მოპსუხე ი/მ „ვ. ტ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტის – 24090,78 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 3381 აშშ დოლარის გადახდა. მოსარჩელე სს „ს. ბ-ს“ უარი ეთქვა მოპასუხე ნ. ქ-სათვის ი/მ „ვ. ტ-თან ერთად სოლიდარულად პროცენტის – 24090,78 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 3381 აშშ დოლარის დაკისრებაზე. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ნ. ქ-სათვის და ი/მ „ვ. ტ-ისათვის“ სოლიდარულად დაკისრებული დავალიანების – ძირითადი თანხის – 58484,73 აშშ დოლარისა და პროცენტის – 8322,58 აშშ დოლარის დასაფარავად, დავალიანების დაფარვა განხორციელდება მოპასუხე ნ. ქ-ს საკუთრებაში არსებული ქონების რეალიზაციის გზით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ბ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში .
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის სასამართლო სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორის წარმომადგენელი ს. ფ-ე (ტ.2, ს.ფ.64-65). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართა არა უადრეს 2012 წლის 17 ივლისისა და არა უგვიანეს 2012 წლის 27 ივლისისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე განცხადებით სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-14 დღეს – 2012 წლის 11 ივლისს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2012 წლის 16 აგვისტოს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 27 ივლისს და ამოიწურა 2012 წლის 17 აგვისტოს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2012 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი კასატორის წარმომადგენელი ს. ფ-მ შეიტანა 2012 წლის 5 სექტემბერს (ს.ფ. 101-108), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მ. ს-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს №1601 საგადახდო დავალებით 09.05.2012-ში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 400 ლარის ოდენობით.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია