Facebook Twitter

საქმე №ას-1020-956-2012 7 სექტემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ. ფ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ფ-ა

გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 აპრილის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინებები

კერძო საჩივრების ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ფ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ფ-ს მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანა ზ. ფ-მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ზ. ფ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ფ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის განჩინებით ზ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ გაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 აპრილის განჩინებით ნ. ფ-ს წარმომადგენლის ვ. ლ-ს განცხადება დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინებით ზ. ფ-ს განცხადება ბათილად ცნობის შესახებ, სამოქალაქო საქმეზე №2/ბ-576-11წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აგვისტოს და ამავე სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დარჩა განუხილველად. ზ. ფ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ, სამოქალაქო საქმეზე №2/ბ-576-11წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აგვისტოს და ამავე სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დარჩა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 აპრილის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივნისის განჩინებები კერძო საჩივრებით გაასაჩივრა ზ. ფ-მ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განჩინებით ზ. ფ-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან კერძო საჩივრებზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ფ-ს კერძო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ზ. ფ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან კერძო საჩივრებზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინება ზ. ფ-ს შვილს - ვ. ფ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 13 ივლისს (იხ.ტ.II, ს.ფ.440).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის, ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი სუბიექტისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 14 ივლისს და ამოიწურა 2012 წლის 16 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრების ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ფ-ს კერძო საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ფ-ს კერძო საჩივრები დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ.კვანტალიანი