Facebook Twitter
quTaisis saqalaqo sasamarTlos samoqalaqo samqeTa kolegiis 2010 wlis 16 ivnisis gadawyvetilebiT darejan biwaZis sarCeli ar dakmayofilda usafuZvlobis gamo

№ას-1231-1160-2012 20 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ყ.-პ-ა

წარმომადგენელი – ლ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება

დავის საგანი – კრედიტორის უფლებამონაცვლედ ცნობა, ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ბ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. ყ.-პ-ს დაევალა თ. მ-ის ქუჩიდან მთელ სიგრძეზე რ. ბ-ის საცხოვრებელ სახლთან არსებული მისასვლელი გზის აღდგენა და ამ მიწის ნაკვეთზე გზის გადამღობი კედლისა და მინაშენის დანგრევა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ.-პ-ს წარმომადგენელმა მ. ქ-მ და მოითხოვა მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილევლად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

საქართველოსუზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ. ბ-მ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2006 წლის 13 დეკემბერის გადაწყვეტილებით ცნობილი რ. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით ზ. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საქმეზე №2/ბ-328, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაში აპელანტი მხარის, რ. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ზ. ბ-ე; სამოქალაქო საქმეზე №2/ბ-328, ქუტაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გაიცა ახალი სააღსრულებო ფურცელი და კრედიტორად მითითებულ იქნა ზ. ბ-ე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ყ.-პ-ს წარმომადგენელმა ლ. დ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ყ.-პ-ს წარმომადგენელ ლ. დ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება გადაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ნ. ყ.-პ-ს, თუმცა გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა და დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ადრესატისათვის ჩაუბარებლობის მიზეზად აღნიშნული იყო, რომ ნ. ყ.-პ-ა იმყოფება საზღვარგარეთ.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2012 წლის 27 აპრილს გამოიტანა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინება საქმეზე №2/ბ-328 გამოქვეყნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში თვალსაჩინო ადგილას, ასვე განთავსდა ვებ გვერდზე და მხარისათვის, ნ. ყ.-პ-სათვის ჩაბარებულად ჩაითვალა გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს – 2012 წლის 4 მაისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 5 მაისიდან და ამოიწურა ამავე წლის 16 მაისს, ხოლო კერძო საჩივარი ნ. ყ.-პ-ს წარმომადგენელმა ფოსტას ჩააბარა 2012 წლის 20 ივლისს (ტ.2, ს.ფ. 336-342), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ყ-პ-ს წარმომადგენელ ლ. დ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ყ.-პ-ს წარმომადგენელ ლ. დ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია